პირველი მეგობარი მოსაგრეობაა, მეორე - სიწმინდე, მესამე კი მოწყალება
პირველი მეგობარი მოსაგრეობაა, მეორე - სიწმინდე, მესამე კი მოწყალება
ერთი ძალზე ღვთისმოშიში ერისკაცი მივიდა მამა პიმენთან. ამ დროს დიდბერთან სხვა მამებიც შეკრებილიყვნენ. ბერმა უთხრა ღვთისმოსავ ერისკაცს: "უთხარი ძმებს რაიმე სულის სარგოო". ერისკაცი უარობდა, მაგრამ მამა პიმენმა აიძულა. მან ბრძანა: "წმინდა წერილიდან მაგალითების მოხმობა არ შემიძლია, მხოლოდ იგავის სახით გეტყვით. ერთმა კაცმა სთხოვა მეგობარს: "მეფის ნახვა მინდა და მიმიყვანეო". მან - შუა გზამდე მიგიყვანო. მეორემ - მეფის სასახლემდე მიგყვებიო. მესამემ უპასუხა: - გამომყევი, შეგიყვან სასახლეში და წარგადგენ მეფესთანო". ძმებმა ჰკითხეს: - რას ნიშნავს ეს იგავიო. უპასუხა: პირველი მეგობარი მოსაგრეობაა, რომელიც მიგვიყვანს ჭეშმარიტ გზამდე; მეორე სიწმიდეა, რომელიც ზეცამდე აგვიყვანს; მესამე მეგობარი კი მოწყალებაა, რომელიც კადნიერებით თვით ღმერთთან შეგვიყვანს".


ბეჭდვა
1კ1