"რაც უყავით მცირესა ძმასა ჩემსა, იგი მე მიყავთ"
"რაც უყავით მცირესა ძმასა ჩემსა, იგი მე მიყავთ"
წმინდა გრიგოლ დიალოღოსი ჰყვება: "ერთ მდიდარ კაცს ჩვეულებად ჰქონდა - მიიწვევდა მწირებს და მთელი ოჯახით ემსახურებოდა.
ერთხელ მას უცხო მწირიც ეწვია. სტუმარი ტრაპეზთან მიიწვია და წყლის მოსატანად წავიდა, რათა სტუმრისთვის ხელები დაებანინებინა. დაბრუნებულს უცნობი იქ აღარ დახვდა. დაიბნა, ვერ მიხვდა, რა მოხდა. იმავე ღამეს მას უფალი გამოეცხადა და უთხრა: "წინა დღეებში ჩემს უმცროს ძმებს მასპინძლობდი, გუშინ კი თვით მე მიმიღე - სწორედ ის, ვინც სამსჯავროზე ეტყვის ყველას, მათ შორის შენც: "რაც უყავით მცირესა ძმასა ჩემსა, იგი მე მიყავთ". იცოდე, რომ მათ, ვინც ისტუმრებს უფალს გლახაკ-მწირების სახით, ღმერთი თავის სამსჯავროზე წყალობით მიაგებს".
ბეჭდვა
1კ1