ვინც გლახაკს მოწყალებას აძლევს, ის თვით ქრისტეს უდებს ამ ფულს ხელში
ვინც გლახაკს მოწყალებას აძლევს, ის თვით ქრისტეს უდებს ამ ფულს ხელში
ერთი კონსტანტინოპოლელი ძალზე მოწყალე იყო. როცა ქალაქის ქუჩებში დადიოდა, თან უამრავი გლახაკი დასდევდა. ისიც ყველას განიკითხავდა. ერთმა ახლო მეგობარმა ჰკითხა: "რამ გაიძულა, ასეთი მოწყალე ყოფილიყავი?" მან უპასუხა: "როცა ათი წლის ყმაწვილი ვიყავი, ეკლესიაში მოძღვრისგან ქადაგება მოვისმინე, - ვინც გლახაკს მოწყალებას აძლევს, ის თვით ქრისტეს უდებს ამ ფულს ხელშიო". არ დავიჯერე და გავიფიქრე: "ქრისტე ახლა ზეცაში მამის მარჯვენით ზის, როგორ შეიძლება მიწაზეც იყოს და მიიღოს ის, რასაც გლახაკს აძლევენ?" უეცრად გლახაკი დავინახე. თავს ზემოთ იესო ქრისტე იყო. შევძრწუნდი. როცა ერთ-ერთმა გამვლელმა გლახაკს პური მისცა, ის თვითონ ქრისტემ გამოართვა და აკურთხა პურის გამცემი. ამ სასწაულის ხილვამ დამარწმუნა მოძღვრის ნათქვამის სიმართლეში და მას მერე შეძლებისდაგვარად გავცემ მოწყალებასო".

ბეჭდვა
1კ1