წმინდა მოსაგრის გულშიჩამწვდომმა სიტყვებმა შეძრა ცოდვილი
წმინდა მოსაგრის გულშიჩამწვდომმა სიტყვებმა შეძრა ცოდვილი
ღირსი თაისია სიყმაწვილიდანვე სამარცხვინო საქმეს იყო შემდგარი. ღირსმა პაფნუტიმ, რომელსაც მოყვასის ცხონება სურდა, მათი მოქცევა გადაწყვიტა. არ მოერიდა დაცინვისა, გადაიცვა ერისკაცული სამოსი, შევიდა სამეძაო სახლში, სადაც თაისია ცხოვრობდა. წმინდა მოსაგრის გულშიჩამწვდომმა სიტყვებმა შეძრა ცოდვილი და აღძრა იგი, სულის ცხონება მონაზვნურ ღვაწლში ეპოვა. განმარტოებულ კელიაში დასტიროდა იგი თავის ცოდვებს და სამი წლის მერე გადასახლდა საუკუნო ნეტარ ცხოვრებაში.

***
ღირსი ისიდორე, მოძღვარი სკიტისა, როცა ხედავდა ძმას უძლურს, ზარმაცს, სულმოკლეს ანდა მრისხანეს, რა მიზეზების გამოც იშორებდნენ თავიდან სხვა მოძღვრები, თავისთან მიჰყავდა, მოთმინებითა და მეგობრული შენიშვნებით აყენებდა ჭეშმარიტების გზაზე.
ბეჭდვა
1კ1