წავიდეთ ეკლესიაში და გაცემულ ფულს დაგიბრუნებ
წავიდეთ ეკლესიაში და გაცემულ ფულს დაგიბრუნებ
ერთი კონსტანტინოპოლელი მძიმედ გახდა ავად და სიკვდილის პირას მივიდა. გადაწყვიტა, მოწყალების გაცემით გამოეთხოვა ღვთისგან სიცოცხლე. 30 ლიტრა (1 ლიტრა - 270 გრამია) ოქრო დაურიგა გლახაკებს. მოწყალებამ მართლაც უშველა: გამოჯანმრთელდა. იმის მაგივრად, რომ ღვთისათვის დღე და ღამე მადლობა შეეწირა, თავის "დაკარგულ" ოქროზე დაიწყო დარდი. მეგობარს თავისი წუხილი გაუზიარა. ეს კაცი ღვთისმოსავი და მოწყალე იყო და გადაწყვიტა, ვერცხლისმოყვარე მეგობარი გონს მოეყვანა. "თავი ანებე ამაზე ფიქრს, თორემ უეცარი სიკვდილით უნანელად მოკვდებიო!" მაგრამ კაცი ისევ თავის ფულზე წუხდა. მაშინ მეგობარმა შესთავაზა: - წავიდეთ ეკლესიაში და გაცემულ ფულს დაგიბრუნებ, ოღონდ თქვი ღვთის წინაშე, რომ სნეულების ჟამს შენ კი არ გაეცი მოწყალება, არამედ მეო! ვერცხლისმოყვარეს გაუხარდა. წავიდნენ ეკლესიაში, დამშვიდებული სინდისით აიღო ფული და შინისკენ გამოსწია. მაგრამ ვაი, რომ გარეთ ვეღარ გამოვიდა და ეკლესიის ეზოში სული განუტევა. ყველას თავზარი დაეცა. მეგობარმა აიღო მიცვალებულის ხელთაგან ოქრო და გლახაკებს დაურიგა.


ბეჭდვა
1კ1