მასთან შესარიგებლად მიდიოდი, გულში კი თავს იმართლებდი
მასთან შესარიგებლად მიდიოდი, გულში კი თავს იმართლებდი
ძმისგან შეურაცხყოფილი ერთი მონაზონი მივიდა მასთან შესარიგებლად, მაგრამ არ მიიღო და არც კარი გაუღო. უარყოფილი მონაზონი ამის მერე ერთ დიდ მამასთან წავიდა და ყველაფერი მოუყვა, მან კი უთხრა: "იცი, შენგან განაწყენებულმა ძმამ რატომ არ ინება შენთან შერიგება? შენ მასთან შესარიგებლად მიდიოდი, გულში კი თავს იმართლებდი და მას ამტყუნებდი. გირჩევ, გულში განიმტკიცე აზრი, რომ შენ ხარ დამნაშავე, შენ შესცოდე მის წინაშე. ის განამართლე, თავი კი გაიმტყუნე". ბერი ასე მოიქცა და ძმასთან შესარიგებლად წავიდა. კარზე დაკაკუნებაც კი ვერ მოასწრო, რომ ძმამ კარი გააღო და გულში ჩაიკრა.
ბეჭდვა
1კ1