რას იტყოდი, ჩემს შინაგანსაც რომ ხედავდე?
რას იტყოდი, ჩემს შინაგანსაც რომ ხედავდე?
ცნობილია, რომ როცა იოანე სპარსთან ბოროტისმსურველნი მიდიოდნენ, იგი წყალსა და ტაშტს მოიტანდა და სთხოვდა მათ, მისთვის ფეხების დაბანის ნება მიეცათ. ამგვარი სიმშვიდით შერცხვენილი ბოროტმოქმედნი მაშინვე შენდობას სთხოვდნენ.

ძმებით გარშემორტყმული ამბა იოანე ერთხელ ეკლესიის წინ იჯდა. ძმები მას თავიანთ გულისთქმებზე ეკითხებოდნენ. ერთ-ერთმა მამამ ეს რომ დაინახა, შურით აღძრულმა უთხრა: - იოანე, შენი ჭურჭელი შხამითაა აღსავსეო. "დიახ, ამბა, - უპასუხა ღირსმა იოანემ, - შენ ამას ამბობ იმის მიხედვით, რასაც გარეგნულად ხედავ, მაგრამ რას იტყოდი, ჩემს შინაგანსაც რომ ხედავდეო".

ბეჭდვა
1კ1