აღიკვეცნენ ბერად და სათნო მონაზვნები გახდნენ
აღიკვეცნენ ბერად და სათნო მონაზვნები გახდნენ
ღირს მამა მოსე შავს, ავაზაკყოფილს, ღამე თავს ავაზაკები დაესხნენ. ღირსი მოსე ისე ძლიერი იყო, რომ ისინი შეკრა, ზურგზე ფიჩხის კონასავით მოიკიდა და მონასტერში იღუმენს მიუყვანა , - ამ ხალხმა ჩემი გაძარცვა მოისურვა. რადგანაც ნაბრძანები მაქვს, არავის გავუბრაზდე, თქვენთვის მომინდვია, მითხარით, რა ვუყოო. გაუშვი, რადგან ჩვენ არა გვმართებს, ვინმე მოვკლათო. ღირსი მამის სიმშვიდით შეძრულმა ავაზაკებმა მსწრაფლ შეინანეს და იმ მონასტერს აღარ გასცილებიან, აღიკვეცნენ ბერად და სათნო მონაზვნები გახდნენ.

ბეჭდვა
1კ1