ავაზაკებმა ყველაფერი უკან დაუბრუნეს
ავაზაკებმა ყველაფერი უკან დაუბრუნეს
განმარტოებით მცხოვრებ ერთ ბერს ავაზაკებმა უთხრეს, - რაც გაგაჩნია, ყველაფერს წავიღებთო. მან მშვიდად უპასუხა: - წაიღეთ, შვილებო, რაც მოგეწონებათო. მათ მოხვეტეს ყველაფერი და წავიდნენ. სიჩქარეში ერთი ჩანთის წაღება დაავიწყდათ. ბერმა ხელი წამოავლო ჩანთას და ავაზაკებს დაეწია: - შვილებო, ეს დაგრჩათო. ბერის სიმშვიდითა და უბოროტობით განცვიფრებულმა ავაზაკებმა ყველაფერი უკან დაუბრუნეს და ერთმანეთში თქვეს: "ჭეშმარიტად ღვთის კაციაო!"

ბეჭდვა
1კ1