პატრიარქზე გამწყრალი ხშირად უკმაყოფილებას გამოხატავდა ხოლმე
პატრიარქზე გამწყრალი ხშირად უკმაყოფილებას გამოხატავდა ხოლმე
წმინდა იოანე მოწყალე, იერუსალიმის პატრიარქი, არა მარტო მოწყალებით გამოირჩეოდა, არამედ უზომო მშვიდობისმოყვარეობითაც. ერთი დიაკვანი ჰყავდა, რომელიც რაღაცის გამო პატრიარქზე გამწყრალი ხშირად უკმაყოფილებას გამოხატავდა. მღვდელმთავარი ფიქრობდა მასთან შერიგებას, მაგრამ საქმეებში გართულს გადაავიწყდა ამის გაკეთება. მალე, საკვირაო წირვისას, როცა სახარების ამ სიტყვებს კითხულობდა: "უკუეთუ შესწირავდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ, ვითარმედ ძმაი შენი გულძვირ რაიმე არს შენთვის, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი" (მათე 5,23-24), - ეს დიაკვანი გაახსენდა, იხმო თავისთან, დაემხო მისი წიანშე და შენდობა და შერიგება ითხოვა. მან კი, აცრემლებულმა, თვითონაც სთხოვა შენდობა. მერე კი წმინდა იოანე საკურთხეველში შევიდა და შეღაღადა ზეციურ მამას: "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა".

ბეჭდვა
1კ1