გვიყვარდეს კეთილი მშვიდობა
გვიყვარდეს კეთილი მშვიდობა
როცა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა შეიტყო, რომ მეორე მსოფლიო კრების მამები კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე მისი უფლებების გამო დავობდნენ, განაცხადა: "მე წინასწარმეტყველ იოანეზე უკეთესი არ ვარ, გადამაგდეთ ზღვაში, რათა ჩემ გამო ატეხილი ღელვა დაცხრესო" და პატრიარქობაზე ნებაყოფლობით თქვა უარი.

"ნურავინ იფიქრებს, - წერს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, - თითქოს ყველანაირ მშვიდობას უნდა ვუფრთხილდებოდეთ, - რამეთუ ვიცი, რომ არსებობს მშვენიერი უთანხმოება და დამღუპველი ერთობა, - არამედ უნდა გვიყვარდეს კეთილი მშვიდობა, რომელსაც კეთილი მიზანი აქვს და ღმერთთან გვაერთებს. მაგრამ როცა საქმე ეხება აშკარა სიბილწეს, ჯობს მახვილმა და ცეცხლმა განგვგმიროს, ვიდრე ვეზიაროთ ბოროტ სასმელს და შევეხოთ დასნეულებულს".
ბეჭდვა
1კ1