მაცხოვრის სიტყვისაებრ მეორე ლოყა მიუშვირა
მაცხოვრის სიტყვისაებრ მეორე ლოყა მიუშვირა
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი ერთხელ ბერძნეთა მეფის სასახლეში შედიოდა. თავისი სიმდაბლისა და უბრალო სამოსის გამო სასახლის მცველმა გლახაკად ჩათვალა. ჯერ დასცინა, სასახლეში არ შეუშვა, მერე კი სახეში გაარტყა. უბოროტო გახლდათ წმინდა სპირიდონი, მაცხოვრის სიტყვისაებრ, მეორე ლოყა მიუშვირა. ამ საქციელმა სასახლის მცველი მიახვედრა, რომ მის წინ წმინდა ეპისკოპოსი იდგა, მუხლებში ჩაუვარდა დაAშენდობა სთხოვა.

* ღირსი პავლე და მისი ძმა ტიმოთე სკიტში ერთად ცხოვრობდნენ და ხშირად ერთმანეთში კამათობდნენ. ამბა პავლემ თქვა: "დიდხანს უნდა ვიცხოვროთ ასე?" ტიმოთემ უთხრა: "ჰქენ მოწყალება, როცა შეურაცხგყოფ, დაითმინე. ხოლო როცა შენ ლანძღვას დამიწყებ, მე დავითმენო". ასეც მოიქცნენ და დარჩნილი ცხოვრება მშვიდად ცხოვრობდნენ.

"თქვა მამამ: "თუ დაინახავ, რომ ერთად მცხოვრები ორი ძმა ერთმანეთთან მშვიდად არის, იცოდე, ერთ-ერთი მათგანი დაითმენსო".
ბეჭდვა
1კ1