"შენ ჩემი მეუფე და მამა ხარ"
"შენ ჩემი მეუფე და მამა ხარ"
ორი ეპისკოპოსი ერთმანეთს წაეჩხუბა. ერთი მდიდარი იყო, მეორე - ღარიბი. მდიდარი შესაძლებლობას ეძიებდა, რომ ბოროტებით გადაეხადა. ღარიბმა ეს რომ გაიგო, თავის სამღვდელოებას უთხრა, - ჩვენ მოვერევით მასო. უპასუხეს: "მეუფეო, ვის შეუძლია მას წინ აღუდგეს?" დაიცადეთ და ნახავთო, - უთხრა ღარიბმა ეპისკოპოსმა. ერთხელ, როცა მდიდარი ეპისკოპოსი ხალხის თანხლებით მიდიოდა, ღარიბი ეპისკოპოსი მას მუხლებში ჩაუვარდა და შესძახა: "გვაპატიე, მეუფეო, შენს მონებს". ამ საქციელით განცვიფრებული მდიდარი დაეცა ღარიბი ეპისკოპოსის წინაშე და უთხრა: "შენ ჩემი მეუფე და მამა ხარ". მას მერე მათ შორის დიდი სიყვარული ტრიალებდა.

ბეჭდვა
1კ1