მართლაც ცოდვილი და უმაქნისი ვარ
მართლაც ცოდვილი და უმაქნისი ვარ
წმინდა კირილეს სავანეში ერთმა ძმამ, თეოდოტემ, ისე მოიძაგა თავისი წინამძღვარი, რომ გულგრილად ვერ უსმენდა მის ხმასაც კი. ძმებს ეს არ გამოეპარათ და თეოდოტეს დამშვიდება სთხოვეს. თეოდოტემ ეს ვერ შეძლო და იძულებული გახდა, სავანე დაეტოვებინა. ერთი გამოცდილი მამის რჩევით, წასვლამდე წინამძღვარი ინახულა. ერთი საყვედურიც კი ალბათ სამუდამოდ დაარღვევდა შერიგების შესაძლებლობას. წმინდა კირილემ მშვიდად მოუსმინა მას და უთხრა: "საყვარელო ძმაო! ყველა შეცდა, ვინც კაცად ჩამთვალა, ჭეშმარიტად მხოლოდ შენ განსაჯე, როცა ფიქრობდი, რომ ბოროტი და ცოდვილი ვიყავი. მართლაც ცოდვილი და უმაქნისი ვარ". ამან ისე იმოქმედა თეოდოტეზე, რომ დაემხო წინამძღვრის წინაშე და ტირილით შეინანა თავისი გულბოროტობა.


ბეჭდვა
1კ1