თუ რამეს გააკეთებ, დაფარულად გააკეთე
თუ რამეს გააკეთებ, დაფარულად გააკეთე
ერთ-ერთ სოფელში ვინმე ძლიერ მარხულოდა და ამიტომ მმარხველს ეძახდნენ. ეს რომ გაიგო მამა ზენონმა, ის თავისთან მოიხმო. კაცი სიხარულით მოვიდა. ლოცვის შემდეგ დასხდნენ. ბერმა ხელსაქმე უჩუმრად განაგრძო. მმარხველმა არ იცოდა, რა ეთქვა და ძლიერ მოიწყინა: "მამაო, მაკურთხე! შინ მინდა წავიდე". რატომ? - ჰკითხა ბერმა. "თითქოს გული მიხურს და არ ვიცი, რა ვქნა. ადრე, სოფელში ყოფნისას საღამომდე ვმარხულობდი, მაგრამ ამგვარი რამ არ დამმართვია". ბერმა უთხრა: "სოფელში შენ გამაძღარი იყავი სმენით, ახლა კი წადი და ამიერიდან საჭმელი მეცხრე ჟამს მიიღე. ხოლო თუ რამეს გააკეთებ, დაფარულად გააკეთე". როცა მმარხველი ასე მოიქცა, მაშინ უკვე მოუთმენლად ელოდა მეცხრე ჟამის მოსვლას. "შეპყრობილო მმარხველო", - ასე ეძახდნენ მას. როცა ბერს ეს ყველაფერი უამბო, მან უპასუხა, - ასეთი გზა სათნოა ღვთისთვისო.


ბეჭდვა
1კ1