განსაცდელმა იგი ძალზე დაამდაბლა
განსაცდელმა იგი ძალზე დაამდაბლა
ოდესღაც ერთ მონასტერში ერთი მღვდელმონაზონი ცხოვრობდა, რომელიც გარეგნულად ჩანდა სათნო, სანაქებო, გულში კი ამპარტავნობას ინახავდა. იგი ყველას ღვთისმოსავი ბერი ეგონა და თვითონაც ასე თვლიდა თავს. ერთხელ მონასტერში ეშმაკეული მოიყვანეს და იღუმენმა დაავალა მისთვის კვეთებულის ლოცვის წაკითხვა. ეშმაკმა თავი მოაჩვენა, თითქოს გასვლას აპირებდა და დაიყვირა: "საით გამდევნი, შე უწყალო". მღვდელმონაზონმა უთხრა: "შემოდი ჩემში". ასე უთხრა ოდესღაც წმინდა პართენმა. თუმცა ის წმინდანი იყო. დემონმა უპასუხა, - მხოლოდ შენი სახელი დამწვავსო. მაგრამ ამ მედიდურ მღვდელში ეშმაკი შევიდა და მრავალი წელი ტანჯავდა. სიცოცხლის ბოლო წლებში განთავისუფლდა ეშმას ტყვეობისაგან. განსაცდელმა იგი ძალზე დაამდაბლა და ახლა უკვე სხვებსაც ეკითხებოდა რჩევას.

ბეჭდვა
1კ1