შენ ხმა იმიტომ წაგერთვა, რომ მისი ფლობა არ შეგეძლო და მხოლოდ ამპარტავნობდი
შენ ხმა იმიტომ წაგერთვა, რომ მისი ფლობა არ შეგეძლო და მხოლოდ ამპარტავნობდი
XIX საუკუნის დასაწყისში კავსოკალივის სკიტში ცხოვრობდა ნეტარი მამა. მას იმხელა წვერი ჰქონდა, როგორც ხატავენ ონუფრე დიდსა და პეტრე ათინელს. იგი ადრე პირველი და სახელგანთქმული მგალობელი იყო მთელ ათონზე და სხვა მონასტრებშიც იწვევდნენ დღესასწაულებზე. ერთ-ერთ დღესასწაულზე გალობისას თავისი ხმით მოიხიბლა. ამის მერე ხმა წაერთვა. დიდ მწუხარებაში ჩავარდა. ამბობენ, რომ მას გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და უთხრა, შენ ხმა იმიტომ წაგერთვა, რომ მისი ფლობა არ შეგეძლო და მხოლოდ ამპარტავნობდი, თუმცა სანუგეშოდ გრძელი წვერი მოგეცემა. კვლავ არ გაამპარტავნდე, თორემ მაგასაც მოაკლდებიო. მართლაც, მას იმხელა წვერი გაეზარდა, რომ როცა ვინმეს აჩვენებდა, სკამზე დგებოდა და წვერი მიწაზე ჰქონდა დაფენილი.


ბეჭდვა
1კ1