სიამაყემ დაღუპა ასეთი მოსაგრე
სიამაყემ დაღუპა ასეთი მოსაგრე
მონაზონმა იარონმა 50 წელი მონასტერში გაატარა და ყველა იქ მყოფს აღემატა ანგელოზებრივი ცხოვრებით.
მაგრამ, სიამაყემ დაღუპა ასეთი მოსაგრე. წარმოიდგინა, რომ მის მეზობლად მცხოვრებ მონაზვნებს შესაფერისი ტიპიკონი არ ჰქონდათ და ზემოდან დაუწყო მათ ყურება. ეს დაინახა დემონმა, ბერს ნათლით შემოსილი ანგელოზის სახით გამოეცხადა და უთხრა, - ჭაშიც რომ ჩავარდე, არაფერი მოგივა, იმდენად წმინდა ხარ შენი ცხოვრებითო. ბერმა დაუჯერა და... ცოცხალ-მკვდარი ამოათრიეს ჭიდან. მესამე დღეს გარდაიცვალა.
ბეჭდვა
1კ1