სურდა, ზეციური სამეფოს მოქალაქე ყოფილიყო და ამიტომაც არ უნდოდა მიწიერზე ეზრუნა
სურდა, ზეციური სამეფოს მოქალაქე ყოფილიყო და ამიტომაც არ უნდოდა მიწიერზე ეზრუნა
ახალგაზრდობაში მამა ვიტალი (სიდორენკო) კოლმეურნეობაში მუშაობდა, მაგრამ ხელფასს არ უხდიდნენ , რადგან შუა კვირაში, საეკლესიო დღესასწაულზე, მიატოვებდა სამუშაოს და ტაძრისკენ მიჰქროდა. სულ თან დაჰქონდა წმინდა სახარება და ყველას უკითხავდა - თანატოლებსაც და მოხუცებსაც. მეშვიდე კლასში, როცა გაკვეთილზე დაფასთან გამოიძახა მასწავლებელმა და ნეკრასოვის ლექსის, "რკინიგზის" წაკითხვა მოსთხოვა, მან ასე გადააკეთა: "სოფელში არის მეფე, სტალინია ეს უმოწყალო მეფე". იგი სკოლიდან გარიცხეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. 16 წლის ვიტალიმ (ასე ერქვა ერისკაცობაშიც) პასპორტიც კი დახია. სურდა, ზეციური სამეფოს მოქალაქე ყოფილიყო და ამიტომაც არ უნდოდა მიწიერზე ეზრუნა.


ბეჭდვა
1კ1