ამიტომაც ვიჩქარი, რომ ქრისტესთვის მოვკვდე
ამიტომაც ვიჩქარი, რომ ქრისტესთვის მოვკვდე
იულიანე განდგომილის დროს ქრისტიანული ტაძრები დაკეტილი იყო. მორწმუნენი მინდორში იკრიბებოდნენ ღვთისმსახურებისთვის. იულიანემ ეს შეიტყო და ერთი მხედართმთავარი გაგზავნა მათ ამოსაწყვეტად. მხედართმთავარი კეთილი კაცი გახლდათ და ქრისტიანებს ჩუმად შეატყობინა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ადრიან დილას ერთმა ჩვილბავშვიანმა დედაკაცმა სწრაფად გაიარა იმპერატორის ჯარისკაცებს შორის. მხედართმთავარმა მისი შეპყრობა და მოყვანა ბრძანა. როცა ქალი წარუდგინეს, ჰკითხა, - სად მიიჩქარიო. "მინდორში, სადაც ქრისტიანები იკრიბებიან", - მიუგო ქალმა. "განა არ იცი, რომ იქ მეფის ხალხი მოვა და ყველას მოწყვეტს?" - ჰკითხა მხედართმთავარმა. "ამიტომაც ვიჩქარი, რომ ქრისტესთვის მოვკვდე", - უპასუხა ქალმა. "ეს პატარა რაღად მიგყავს?" "მინდა, რომ ისიც მოწამედ შეირაცხოს". ეს რომ მოისმინა მხედართმთავარმა, ჯარისკაცები გაუშვა, თვითონ კი მეფეს ეახლა და უთხრა: "თუ მიბრძანებ, რომ მოვკვდე, მზად ვარ, მაგრამ შენს ბრძანებას ვერ შევასრულებო" და მოუყვა დედაკაცთან შეხვედრის ამბავს.
ბეჭდვა
1კ1