წინამძღოლი მტკიცე მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვის
წინამძღოლი მტკიცე მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვის
დიდი საღვთო მოშურნეობა ჰქონდა მამა ანტიპას და ღვთის გარდა, არავისი ეშინოდა. იგი ერთი ხანობა მზარეულად იყო დადგენილი. ერთხელ იღუმენმა უბრძანა, მისთვის და ვიღაც სტუმრისთვის ძმებისგან განსხვავებული საჭმელი მოემზადებინა. მამა ანტიპა არ დაემორჩილა. განრისხებულმა იღუმენმა მეტანიების გაკეთება უბრძანა, რაზეც მამა ანტიპამ თქვა: "მეტანიებს სიხარულით გავაკეთებ, მაგრამ გთხოვ, შემინდო - ასე კეთილი მიზნით ვიქცევი, რადგან არ მსურს, შენ მიერ წმინდა მამათა კანონების მიხედვით დადგენილი ტიპიკონი შენ მიერვე დაირღვეს. ვინაიდან წინამძღოლი მტკიცე მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვისაც". როცა იღუმენი დამშვიდდა, მადლობაც კი გადაუხადა მამა ანტიპას.
ბეჭდვა
1კ1