უფალი შემმოსავს ახალი, უკეთესი სამოსით
უფალი შემმოსავს ახალი, უკეთესი სამოსით
ერთმა წარმართმა მეფემ ქრისტიან ეპისკოპოსს მოსთხოვა, - თავის რწმენაზე უარი ეთქვა. "ამის ქმნა არ შემიძლია", - მშვიდად უპასუხა ეპისკოპოსმა. "განა არ იცი, რომ შენი სიცოცხლე ჩემს ხელშია? ერთს ვიტყვი და ამ ქვეყნაზე აღარ იქნები", - განრისხდა მეფე. "ვიცი, - ბრძანა ეპისკოპოსმა, - მეფეო, ვთქვათ, შენი ერთგული მსახური მოხვდა მტრის ხელში, რომელიც შეეცადა მის გადაბირებას. მსახური კი ვერ გატეხეს. მაშინ გააშიშვლეს და შეურაცხყოფილი გამოუშვეს. როცა შელანძღული მონა შენთან დაბრუნდება, განა არ დააჯილდოებ პატივითა და დიდებით? არ შემოსავ საუკეთესო სამოსით და დაფარავ მის სიშიშვლეს?" "დიახ, - თქვა მეფემ, - მაგრამ ეს რა შუაშია?" მაშინ ღვთისმოშიშმა ეპისკოპოსმა ბრძანა: "მეფეო, შენ შეგიძლია მომძარცვო ეს მიწიერი სამოსი, ანუ მომაშორო ამ წუთისოფელს, მაგრამ უფალი შემმოსავს ახალი, უკეთესი სამოსით". ამის გამგონე მეფე დაფიქრდა, მერე კი ეპისკოპოსი გაუშვა და მისგან რწმენის შეცვლა აღარ მოუთხოვია.
ბეჭდვა
1კ1