დიდი სინანული დაეუფლა მამა ნათანაელს
დიდი სინანული დაეუფლა მამა ნათანაელს
ათონელი მამა ნათანაელი (+1864) წმინდა პავლეს მონასტრის წარმომადგენელი (ანტიპროსოპი) იყო კინოტში (ათონის საბჭო). ერთხელ კინოტის წევრები ყუთლუმუშის მონასტერში იყვნენ შეკრებილნი - ყველამ ხელი მოაწერა ერთ წერილს, რომელშიც სოლუნის ფაშას ლოცვას ჰპირდებოდნენ. დიდი სინანული დაეუფლა მამა ნათანაელს, მას სურდა, თუ ვერაფრით შეეწინააღმდეგებოდა ასეთ წერილს, თავისი ხელმოწერა მაინც ამოეშალა. მისი ნათქვამი სიცილად არ ეყოთ, ამშვიდებდნენ, ეს მხოლოდ თავაზიანობის გამოხატვაა ჩვენგანო. შიკრიკს სასწრაფოდ გაატანეს წერილი და მონასტრის კარები ჩაკეტეს. შეწუხებულმა მამა ნათანაელმა, რომელიც ფიზიკურად ძლიერი იყო, რკინის საკეტი გატეხა და ათონის საზღვარზე დაეწია შიკრიკს, გამოართვა ქაღალდი და თავისი სახელი ამოშალა. უკან აღარ დაბრუნებულა და უდაბნოში, წმინდა ბასილის სკიტში დასახლდა, 15 წლის მერე იქვე დაასრულა თავისი სიცოცხლე.
ბეჭდვა
1კ1