თავმდაბალი კაცი მართლმადიდებლობას არასოდეს ტოვებს
თავმდაბალი კაცი მართლმადიდებლობას არასოდეს ტოვებს
მამა პაისი ათონელი გვასწავლის: "ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეკლესიაში პრობლემები არ შევქმნათ და არ გავაღვიძოთ მცირე ადამიანური სისუსტეები, რათა ამით მეტი ბოროტება არ გავაკეთოთ და მზაკვარს სიხარულის საბაბი არ მივცეთ". მანვე თქვა: "იცით, რას მივაქციე ყურადღება: მართლმადიდებლობიდან მხოლოდ ეგოისტები მიდიან. თავმდაბალი კაცი მართლმადიდებლობას არასოდეს ტოვებს".

ლოცვისას ხშირად გვიშლის ხელს სხვადასხვა პირი და მათზე მოგონებანი. მამა იერონიმე ეგინელი გვასწავლის: "თუ შენსა და ქრისტეს შორის სხვა პირი ჩადგება, ვინც არ უნდა იყოს, მაშინვე განაგდე იგი, რამეთუ იგი დაგიტყვევებს გონებას, რომელიც ქრისტეს ეკუთვნის".

ღირსი მამა იაკობ ევბეელი ამბობდა: "არასოდეს ხელდასხმა არ უნდა მიიღოს კაცმა, რომელსაც მღვდლობისადმი დამაბრკოლებელი ცოდვა აქვს. ვნახე ერთი მღვდელი, რომელმაც მოძღვრისგან მღვდლობის ნებართვა მიიღო, თუმცა მასთან აღსარებას წრფელად არ ამბობდა. ოთხი წლის მერე გამიმხილა ეს ცოდვა. სახე შავი და მხურვალე ჰქონდა, მწუხარებდა და სიხარული არ იცოდა, რა იყო. ძალზე დამამწუხრა მისმა მდგომარეობამ".
ბეჭდვა
1კ1