ღვთისა მეშინია, შვილო
ღვთისა მეშინია, შვილო
ამბობდნენ, მამა ამო თავის მოწაფეს საუბრის ნებას არ აძლევდა, ეკლესიაში მიმავალს კი მოშორებით მიჰყვებოდა სულიერი შვილიო. "ასე რატომ იქცევი, მამაო?" - ჰკითხა მას მოწაფემ. "ღვთისა მეშინია, შვილო, ვაითუ კეთილ საუბარს ბოროტი სიტყვა მოჰყვეს, ხოლო თუ გულისსიტყვის თქმა გინდა, მოდი, მითხარი, რასაც გეტყვი, მომისმინე და მერე წადიო", - უთხრა მას მამა ამომ.

* თქვა მამა ისიდორემ: ერთხელ ჩემი ხელით ნამუშევარი წავიღე გასაყიდად. მაგრამ როცა ვნახე, იქ შფოთი შემემთხვეოდა, დავუტევე ნამუშევარი, "აღვიღე სული ჩემი" და გამოვიქეცი.

* წმინდა ფილარეტ მოსკოვის მიტროპოლიტი გვაფრთხილებს: "გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ ცოდვა, რომელსაც სჩადი მოყვასის თვალთა წინაშე, ვითარცა ცოდვის გამავრცელებელს, გამდაბლებს როგორც იმავე მოყვასის, ასევე ღვთის სასუფევლის წინაშე: "უკეთუ ვინმე დაჰხსნეს ერთი მცნებათა ამათაგანი უმცირესთაი და ასწავის ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა" (მათე 5,19).
ბეჭდვა
1კ1