იყავით ფხიზლად ღვთის ტაძარში
იყავით ფხიზლად ღვთის ტაძარში
ღირსი ბარნაბა გეთსიმანიელი აფრთხილებს ეკლესიის მსახურებს: "შიშითა და თრთოლით უნდა წარვდგეთ ღვთის პირის წინაშე და მით უმეტეს აღმატებულად უნდა ვემსახუროთ მის წმინდა სახელს. თქვენ ყველა გიცქერით, ყველა ყურს გიგდებთ. გაიცინებთ თუ საუბარს დაიწყებთ (ტაძარში მსახურებისას, -კ.კ.) - დააბრკოლებთ არა ერთს, არამედ მრავალს: ეს კი დიდი ცოდვაა. თუ ვინმე შეცდა კითხვისას ანდა გალობისას, არ შეიძლება მისი დაცინვა, არც უნდა გააჩერო ანდა ხმამაღლა შენიშნო, რათა ამით სხვები არ დაბრკოლდნენ... საერთოდ, ყველას გთხოვთ, ღვთის გულისთვის, იყავით ფხიზლად ღვთის ტაძარში საღვთისმსახურო მოვალეობათა შესრულებისას. თქვენი ასეთი მსახურება ნაყოფის მომცემი იქნება თქვენთვის და მათთვის, ვინც თქვენთან ლოცვაზე მოდის".

* სერბეთის პატრიარქი პავლე მუდამ ფეხით ანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიოდა. როცა კოსოვოს მღვდელმთავარი იყო, თავისთვის მანქანას არ ყიდულობდა: "ვიდრე თითოეული კოსოვოელის ოჯახს მანქანა არ ეყოლება, მანამდე არ ვიყიდიო". არც მონასტრის დედებს აყიდვინებდა, - ქვრივთა და ობოლთა შემოწირული ფულით არ შეიძინოთო. ერთხელ, როცა ჩვეულებისამებრ ფეხით მიუახლოვდა საპატრიარქოს, გარშემო უამრავი უცხოური ძვირადღირებული მანქანა იყო ჩამწკრივებული. პატრიარქს უკითხავს: "ვისი მანქანებიაო". "მღვდლებისო". "ამათ უპოვარების აღთქმა რომ არ ჰქონდეთ დადებული, ნეტავ რითიღა ივლიდნენო", - უთქვამს გაოცებულ პატრიარქს.

* ძმამ ჰკითხა ბერს: "თუ შეურაცხმყო ძმამ, მუხლნი მაინც მოვუდიკო?" "მუხლნი მოუდრიკე, - უპასუხა ბერმა, - მაგრამ განეშორე მას. ჩვენ ხომ გვახსოვს, რა თქვა ამბა არსენმა: "ყველას მიმართ სიყვარული გქონდეს, მაგრამ ყველას განეშორე".
ბეჭდვა
1კ1