უნდა გავექცეთ ყველას, ვინც ცოდვიანად იქცევა
უნდა გავექცეთ ყველას, ვინც ცოდვიანად იქცევა
თქვა ბერმა: "უნდა გავექცეთ ყველას, ვინც ცოდვიანად იქცევა, თუნდაც იყვნენ ისინი მეგობარნი და ნათესავნი და თუნდაც სამღვდელო ანდა სამეფო ხარისხი ჰქონდეთ. ვინაიდან თუ ჩვენ უარვყოფთ იმათ, ვინც უსჯულოდ იქცევა, სათნო ვხდებით ღვთისთვის და მოვიპოვებთ მისადმი კადნიერებას".

მანვე თქვა: "არ უნდა ვიყოთ უსჯულოთა გვერდით, არც ეკლესიაში, არც ბაზარში, არც საბჭოში და სხვა ნებისმიერ საქმეში, სრულიად უნდა განვეშოროთ მათ. ვინაიდან ყოველი უსჯულო ღირსია ზიზღისა და საუკუნო ტანჯვა აქვს მისჯილი".

ბერმა თქვა: "ნუ დასახლდები იქ, სადაც შეამჩნევ, რომ სძულხარ, თორემ წარმატებას ვერ მიაღწევ".

* ამბა აღათონი ამბობდა: "თუნდაც ძალზე მიყვარდეს კაცი, როცა მივხვდები, რომ მას ცოდვისკენ მივყავარ, შევწყვეტ მასთან ყველანაირ ურთიერთობას".
ბეჭდვა
1კ1