ვაითუ ღმერთი განვარისხოთ...
ვაითუ ღმერთი განვარისხოთ...
ვინმე უძლური მამა მივიდა ღირს ლოთისთან უდაბნოში და სთხოვა, მასთან ცხოვრების ნება მიეცა. ღირსი ლოთი დათანხმდა. მას უამრავი ადამიანი აკითხავდა რჩევისთვის. გადაწყვიტა, თავს ნებას მივცემ, შევიმსუბუქო საქმეო და ნაწილი სტუმართან გაგზავნა. ის კი მასთან მისულ ხალხს ორიგენეს მოძღვრებას ასწავლიდა. ეს რომ შეიტყო, ღირსი ლოთი შეცბა: "რა ვქნა ახლა, რას იტყვიან ჩვენზე მამები? ხომ იფიქრებენ, ამ სტუმარივით ორიგენეს მომხრეები ვართ? მისი გაგდებისაც მეშინია, ვაითუ ღმერთი განვარისხოთ". ლოთმა რჩევა ამბა არსენს ჰკითხა. მან დაარიგა: "არ გააგდო, მაგრამ უთხარი: თუ გინდა ჩემი სტუმართმოყვარეობით ისარგებლო, იყავი, რამდენ ხანსაც გინდა, მაგრამ სხვებს ნუ აცდუნებ-თქო. მაშინ შენი სტუმარი ან თავის ცდომილებას დაუტევებს, ანდა წავა. ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც მართალი იქნებიო". მამა ლოთი ასეც მოიქცა. სტუმარმა ორიგენეს მოძღვრების დატოვებას ლოთის მიტოვება არჩია. ამბამ კი სტუმარი სიყვარულით გაუშვა.

ბეჭდვა
1კ1