შენი ცოდვები მსგავსია მორისა, შენი ძმის ცოდვები კი ამ პატარა ტოტისა
შენი ცოდვები მსგავსია მორისა, შენი ძმის ცოდვები კი ამ პატარა ტოტისა
ძმამ უთხრა მამა პიმენს: "დაბრკოლებული ვარ და საცხოვრებლად სხვაგან უნდა გადავიდეო".

- რა არის ამის მიზეზი? - ჰკითხა მოძღვარმა.

- ერთ ძმაზე ცუდი რაღაცები გავიგე, რომელიც ჩემს სულს ავნებს.

- შენამდე მოსული ამბავი სიცრუეა.

- არა, მართალია, მამაო, ჩემი თვალითაც ვნახე ის, რაც ასე მაბრკოლებს.

მაშინ მოძღვარმა ხის ტოტს მოჰკიდა ხელი და ჰკითხა, რა არისო.

- ტოტია.

- ეს რაღა არის? - მიუთითა მორზე, რომელზეც ეს ტოტი იყო ამოსული.

- მორია.

- დაიმახსოვრე, შენი ცოდვები მსგავსია მორისა, შენი ძმის ცოდვები კი ამ პატარა ტოტისა.
ბეჭდვა
1კ1