უფლის მიერ განბრძნობილნი და უგუნურნი სოფლისთვის
უფლის მიერ განბრძნობილნი და უგუნურნი სოფლისთვის
არქიმანდრიტი იოანიკე (კოცონისი) ბრძანებს: "ქრისტეს მიერ სულელნი იყვნენ უფლის მიერ განბრძნობილნი და უგუნურნი სოფლისთვის, წმინდანნი თავიანთი შინაგანი აგებულებით და გარეგნულად ჭკუიდან გადამცდარნი. თავიანთი უცოდველი, წმინდა მიმოსობით და კურთხეული აქტიორობით მათ დათრგუნეს და სრულიად დააკარგვინეს ღირსება საზიზღარ მატლს, დაწყევლილ ადამიანურ "მეს", რომლისგანაც მოდის ყოველგვარი ბოროტება. ამ წმინდა მეთოდით ისინი ამარცხებდნენ პატივმოყვარეობას და ყოველგვარ ამსოფლიურ თვალთმაქცობასა და ტრაბახს, ამგვარნი ბევრნი იყვნენ მთაწმნდაზე, რომელთაც ღვთის გარდა, არავინ იცნობდა, იყვნენ უცნობი კაცთათვის და ცნობილნი ანგელოზთათვის.

ბეჭდვა
1კ1