არანაირი ცოდვა არ აღემატება ღვთის მოწყალებას
არანაირი ცოდვა არ აღემატება ღვთის მოწყალებას
მამა ეფრემ კატუნაკელი
ლოცვა. მამა ეფრემი ჰყვებოდა: ჩვენს ზემოთ (სადაც ახლა მამა დედონია) ცხოვრობდა ერთი, ღვთის დაშვებით, ეშმაკეული მონაზონი.
იმავე კალივის მამებს არ შეეძლოთ ჩვენთან ჩამოსვლა და მათ საზიარებლად მე ავდიოდი. შევდიოდი საკურთხველში, ვიღებდი სანაწილეს, ბერიკაცები მოდიოდნენ სამეუფეო კარებთან და ეზიარებოდნენ. იმ ეშმაკეულმა მითხრა, - ეშმაკი აგერ იქ, ტაძრის გვერდით ზისო. ხედავ-მეთქი? ვხედავო. მეუბნებოდა, როცა პირველად წავიკითხე იესოს ლოცვა, ეშმაკმა დამკრუნჩხა, მეორედ წაკითხვისას პირზე დუჟი მომადგა, მესამედ წარმოთქმისას კი ბოროტი გაქრაო. ხედავთ, რამხელა ძალა აქვს იესოს ლოცვას? ამაზე წიგნებშიც წერია.

მოძღვარი ამბობდა:

- შვილო, იესოს ლოცვა იკითხე.

- კი, ვლოცულობ, მაგრამ არაფერი არ მესმის.

- შენ არა, მაგრამ ეშმაკს ესმის და გარბის.

სხვა ამბავსაც მოგიყვები, კალათის ამბავს.

ერთი მოძღვარი ეუბნება თავის მორჩილს:

- შვილო, იესოს ლოცვა იმეორე.

- ვამბობ, მამაო, მაგრამ არაფერი მესმის.

- ეშმაკს ესმის და გარბის.

- აბა, მე მაგას როგორ მივხვდები?

- გინდა, სასწაული ნახო?

- კი, მამაო.

- კეთილი.

მოძღვარმა ილოცა, სამდღიანი მარხვა შეინახა, მერე კი მორჩილს დაუძახა:

- მოდი აქ. კალათა წაიღე და ზემოთ წყაროს წყლით გაავსე.

- მამაო, მაპატიე, მაგრამ ჯერ ჭკუიდან არ გადავსულვარ. კალათა წყლით აივსება?

- განა არა გკითხე, სასწაულის ხილვა გინდა-მეთქი? ნახავ, რა ძალა აქვს იესოს ლოცვას. არ გინდა?

- მინდა.

- მაშინ ის გააკეთე, რაც გითხარი, ოღონდ იესოს ლოცვა წართქვი.

- მაკურთხე.

წავიდა. "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე" - იმეორებს მორჩილი, კალათა წყაროს შეუდგა. წყლით აივსო კალათა და წყალი არ იღვრება. მოძღვარიც, ბუნებრივია, კელიაში ლოცულობს, რომ მისმა სულიერმა შვილმა სასწაული ნახოს. კალათა წყლით აივსო.

ეს რომ მორჩილმა დაინახა, გახარებული საჩვენებლად მოძღვართან გაიქცა. გზაზე ეშმაკი გამოეცხადა ადამიანის სახით და ეუბნება:

- სად მიდიხარ, მონაზონო?

- ჩემს მოძღვართან.

- რა გქვია?

- გიორგი.

- რამდენი წელია, მონაზონი ხარ?

- ხუთი-ექვსი წელია.

- რა ხელსაქმეს ეწევი?

- ტვიფრებს (ბეჭდებს) ვაკეთებ.

ვიდრე მორჩილი ესაუბრებოდა, კალათიდან წყალი გავიდა. უქმმეტყველება დაიწყო, ლოცვა დაუტევა და ცარიელი კალათით დაბრუნდა მოძღვართან.

- რა მოხდა?

- ასე და ასე მოხდა, მამაო.

- ლოცვა დაუტევე, შვილო, და ამიტომაც დაიღვარა წყალი. ხედავ, ვიდრე ლოცვას კითხულობდი, კალათა წყალს აკავებდა, როცა გაჩერდი და უქმადმეტყველება დაიწყე - წყალი გამოვიდა.

ლოცვა, სკვნილი, მოწყალება მიიზიდავს ღვთის მოწყალებას. არანაირი ცოდვა არ აღემატება ღვთის მოწყალებას.

შენი ძმისთვის, შენი ნათესავისთვის სკვნილზე ლოცვა უბრალო საქმე არ არის. ღმერთი შეეწევა მას, როცა ის რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ახალგაზრდობაში ძილზე მიტევდა ეშმაკი: ხორციელი ბრძოლა მქონდა. დასაძინებლად წამოვწექი, ბრძოლა გაძლიერდა. მხურვალედ ვიწყე იესოს ლოცვის წართქმა. მაშინ ძილ-ღვიძილში, სიზმარში, ვხედავ: კარის იქით, მოპირდაპირე მხარეს ეშმაკი იდგა (როგორც აღწერენ წმინდა მამები - რქიანი, შავფრთიანია და დამცინავად ხარხარებს). მაგრამ ჩემს კელიასთან მოახლოება არ შეუძლია. გამომეღვიძა, წავედი და ჩემს მოძღვარს მოვუყევი. "ხედავ, შვილო, იესოს ლოცვა აკავებს მას და ახლოს იმიტომ ვერ მოდის!"

გონებისმიერ ლოცვას ნელ-ნელა მიჰყავს ადამიანი იმ მდგომარეობაში, რომელიც მას პირველი ნათლისღებისას მიეცა.

წიგნის კითხვა. წმინდა მამებმა იციან, რასაც ამბობენ. განიხვნება თვალნი სულისა. თავისუფალი დრო არ გაქვს? დღეში ნახევარი საათი მაინც იკითხე. ის განწმენდს და განანათლებს მადლს, რომელსაც საღვთო წერილის კითხვით მიიღებ, მთელ დღეს გაგაძლებინებს.

მღვდლობაზე. როცა მსახურებ, მამაო, მხედველობაში გქონდეს, რომ შენ შუამავალი ხარ. სოფლისგან იღებ ტკივილს, ცრემლებს, სნეულებას, ვედრებას და ყველაფერი ეს ღვთის ტრაპეზთან მიგაქვს. სოფელს კი მერე აძლევ ნუგეშს, კურნებას და ყოველივეს, ვისაც რა სჭირდება.

შვილო, უდიდესი წოდების ღირსგყო უფალმა. სრულყოფილი გახდი მასში. ღმერთს ესმის ლოცვა მღვდლისა.

დიდი ძალა აქვს ოლარს. ოლარი - შემარიგებელია დაცემული კაცისა ზეციურ მამასთან.

თურქების ბატონობისას ბევრი მღვდელი უსაქმოდ იყო. ერთი მღვდელი დადიოდა, სახელებს აგროვებდა და მათ ლიტურგიაზე იხსენიებდა. თურქმა ჟანდარმმა შეამჩნია ეს და შეეჭვდა: - ეტყობა, ხალხის აჯანყება უნდაო. ხელი სტაცა და ციხეში ჩააგდო. უეცრად ის ძილში ხედავს ყველა იმას, ვისაც მღვდელი იხსენიებდა. ეუბნებიან, - ან გაათავისუფლებ მღვდელს, რომელიც ჩვენ გვიხსენიებს და ამით ხვედრს გვიმსუბუქებს, თუ არადა შენს პირველ შვილს წავიყვანთო. შეეშინდა თურქს, - შვილი არ დავკარგოო და სასწრაფოდ გაუშვა მღვდელი. დიდი ძალა აქვს ოლარს, რაც შეიძლება მეტი სახელი მოიხსენიე.

დიდი ხნის წინ მამა არსენმა, მამა იოსების საძმოდან, მომცა მოსახსენებელი, რომელიც რუსეთიდან გადმოსახლებულმა საბერძნეთში ჩამოიტანა. ვიწყე მათი მოხსენიება. ცოტა ხნის მერე მამა არსენი მეუბნება: "იცი, მამაო, რა ვნახე? თითქოს ერთ სახლში შევედი, სადაც ის ხალხი იყო შეკრებილი, რომელთა სახელებიც მოგეცით. ვეკითხები ერთ-ერთს: როგორა ხართ-მეთქი. არა გვიშავს. მოდის მამა ეფრემი და გვანუგეშებსო. მეორეს ვეკითხები: - ხომ არაფერი გიჭირს-მეთქი. ხედავ, რამდენი წყალი ჩამოდის, ვიყინები, მაგრამ მოდის მამა ეფრემი და გვანუგეშებსო. "ეს, ძმაო, იმიტომ, რომ მე მათ ვიხსენიებ", - ვუთხარი მამა არსენს.

თუ დაფიქრებულხარ, რატომ გახდა მამა ნიკოლოზ პლანასი წმინდანი (მამა ნიკოლოზი (1851-1932) - მისი ცხოვრება ერთი მოუკლებელი ლიტურგია იყო. უსწავლელი იყო, მაგრამ ღვთისგან განათლებული. ელადის ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა 1992 წელს)? ის ძალზე ბევრ სახელს იხსენიებდა, მთელ სიებს.

ერთხელ ზოგიერთი სახელი გამახსენდა და სამკვეთლოსთან კედელზე მივამაგრე. და აი, ვხედავ ძილში, რომ მოდიან ჩემთან ძველებურ სამოსში გამოწყობილი ადრინდელი მოხუცები, რომელთა სახელებიც ბებიებისგან გამეგონა და მეუბნებიან: "შენ კი ჩაგვწერე, მაგრამ შენი მოძღვარი არ გვიხსენიებსო". დილით ვეკითხები მამა ნიკიფორეს, - მამაო, რატომ არ იხსენიებ ამ სახელებს? გაურკვევლად წერია და ვერ ვკითხულობო. მამაო, მათ სიზმარში მითხრეს, რომ არ იხსენიებ-მეთქი.

მას მერე გადავწყვიტე, რაც შეიძლება მეტი სახელი მომეხსენიებინა. რაც მეტ სახელს მოიხსენიებ, მეტ ჯილდოს მიიღებ. შეაერთო ღმერთი კაცს - ეს ხომ ნებისმიერი მოწყალების გაცემაზე მეტია. და შენ ეს შეგიძლია.

მღვდელმონაზონმა ჰკითხა მამა ეფრემს: "რა არის საჭირო, ლიტურგიის დროს ცრემლები რომ გვქონდეს?"

მამა ეფრემი: "უკვე წელიწადია, ლიტურგიას აღარ ვატარებ, რადგან ვეღარ ვხედავ, ადრე კი ლიტურგიისთვის მთელი დღე ვემზადებოდი. შვილო, მხოლოდ ზიარების წინ ლოცვით ნუ შემოიფარგლებით. მათ ერისკაცებიც კითხულობენ, მღვდლებიც, მეუფეც და პატრიარქიც. მაგრამ მათ შორის განსხვავებაცაა. ერისკაცნი წმინდა ძღვენს გამზადებულს იღებენ, იმ დროს, როცა მღვდელი, რომ იტყვიან, კრავს კლავს და მას მთელ ერს გადასცემს. სწორედ ამაშია უდიდესი განსხვავება. ამიტომაც, თუ გინდა სათანადო მდგომარეობაში იყო, მხოლოდ ზიარებისწინა ლოცვებით ნუ შემოიფარგლები. შენ შუამდგომელი ხარ. დაკლავ და შეწირავ მსხვერპლს. სხვა კი გამზადებულს მიიღებს წმინდა პურს. მთელი დღე ევედრე ღვთისმშობელს, რომელიც შენს გვერდითაა (მღვდელმონაზონი დოქიარის მონასტრიდან იყო, სადაც დასვენებულია ღვთისმშობლის ხატი "მსწრაფლმშემსმენელი"): "ყოვლადწმინდა ქალწულო, ღირსმყავ, ვიხილო შეწირული მსხვერპლი, მაგრძნობინე, თუ როგორ მსახურებაზე მომიწოდა ღმერთმა" და აღგისრულებს ღვთისმშობელი სათხოვარს. თუ მსახურობ და ცრემლი არ გაქვს, ნიშნავს, თითქოს დასჯილი იყო. ამიტომაც ვღელავო, - უთხრა მღვდელმონაზონმა.

ლიტუგიის დროს თუ ცრემლები გექნება, მაშინ მიხვდები, რომ იმსახურე, რომ განსძეხი, ასე ვთქვათ, სულიერი საკვებით და თუ არც ლოცვისას, არც წირვისას არ გიტირია, - ეს იგივეა, არაფერი გეგემოს, - დაარიგა მამა ეფრემმა.

ერთხელ, ვიღაცასთან საუბრისას, შეუმჩნევლად განკითხვაში ჩავვარდი. მერე კი წავედი ლიტურგიის ჩასატარებლად და ლოცვა ვერ შევძელი. "ნეტავ რა მოხდა?" - ვფიქრობ. აჰა, მეზობელი მოვიდა და მეუფე განვიკითხეთ.

ვიწყე ლოცვა ლიტურგიაზე: "ღმერთო ჩემო, შემინდე, შემინდე. შევცოდე, ღმერთო ჩემო. ვის, თუარა შენ, ღმერთო ჩემო, აღვიარებ, რომ შევცოდე? ხომ არსებობს ჩემთვის შენდობა. ღმერთო ჩემო, შემინდე!" ბოლოს და ბოლოს, მოვიდა სიმშვიდე და ვუთხარი საკუთარ თავს: "თუ გინდა კვლავ დაკარგო ლიტურგია - განიკითხე!"

მე მხოლოდ გიმნაზია დავამთავრე, სხვაგან არსად მისწავლია. ჩავიწერე ყველა ჩემი თანაკლასელის, მასწავლებლის, დამრიგებლის სახელი სკოლის პირველი კლასიდან გიმნაზიის ბოლო კლასამდე. როცა მათ მოვიხსენიებ, უფრო მეტ სიხარულს ვიღებ. ეს იმიტომ, რომ მათ ვიხსენიებ, რომლებიც ჩემი კარგ კაცად ქცევისთვის შრომობდნენ.

უკვე წელიწადია, ლიტურგიას აღარ ვატარებ, ვინაიდან არც მესმის და ვეღარ ვხედავ, მაინც მსურს მათი მოხსენიება, ნელ-ნელა ვიხსენიებ და ისინი შვებას იღებენ. ამიტომაც, შვილო, გსურს, ძალზე უბრალოდ გადაირჩინო თავი? რაც შეიძლება მეტი სახელი მოიხსენიე!

დიდი შუამდგომლობა ძალუძს ოლარს!

ჩემო შვილო, გინდა, შესაფერის მდგომარეობაში იყო? იყავი, სწირე და არ გიტირია, ესე იგი, რაღაცა დააშავე, შეცდომა დაუშვი. მთელი დღე ვემზადებოდი ლიტურგიის აღსასრულებლად, და როცა მასში "შევდიოდი", ცრემლებს ვეღარ ვაკავებდი. მრავალჯერ, თითქოსდა აღტაცების მდგომარეობაში, წმინდა ტრაპეზზე გარდაცვლილი მაცხოვრის ხორცი მიხილავს.

- მამაო, ოცი წელი უბრალო მონაზონი ვიყავი და როცა მღვდელი გავხდი, გამიჭირდა, ვერ შევძელი მივჩვეოდი მას. მაშინვე წინ აღმიდგა ეშმაკი, სხვადასხვანაირი გულისთქმებით, შფოთით, შიშით და სხვა მსგავსი რამით, - უთხრა მღვდელმონაზონმა.

მამა ეფრემმა მიუგო: აბა, რა გინდა. ის თავის საქმეს აკეთებს, ჩვენ - ჩვენი უნდა გავაკეთოთ. შეეხვეწე ყოვლადწმინდას, ისევე როგორც ევედრებოდა მას ყველა წმინდანი. არც ერთ ნიჭს კაცი ღვთისგან არ მიიღებს, თუ არა ღვთისმშობლის მიერ. ყოვლადწმინდა ურიგებს ნიჭებს სოფელს.

მამაო, როცა ვსაუბრობთ, ნუ იფიქრებ, რომ განსაცდელი არ მოგვეკარება. ღვთისმსაურებისასაც მოდის განსაცდელი. მაგალითად, გალობენ კლიროსზე და შენ ნერვიულობას იწყებ: "აბა რას აჭიანურებთ, აბა ცოცხლად, აბა, ჩქარა" - და აი, მოგიახლოვდა განსაცდელიც...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler