შეწყვიტეთ ფიქრი და იწყეთ აზროვნება
შეწყვიტეთ ფიქრი და იწყეთ აზროვნება
წმინდა ნექტარიოს ოპტელის ცხოვრება
გაგრძელება
მამა ნექტარიოსი მორჩილებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა: "ყველაზე აღმატებული და უპირველესი სათნოება - მორჩილებაა. ეს უმთავრესი შენაძენია ადამიანისთვის. ქრისტე მორჩილების გამო მოვიდა სოფელში და ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე - ღვთისადმი მორჩილებაა..."

როცა წმინდა წერილიდან რაიმე ტექსტს ან მაგალითს მოიხმობდა, ჩვეულებისამებრ, განმარტავდა ხოლმე. მაგალითად: "ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდეს ზრახვასა უღმრთოთასა". გარეგნულად ეს ნიშნავს, რომ ნეტარად ცხადდება კაცი, რომელიც გაურბის უწმინდურთა შეკრებებს, არ მონაწილეობს ერეტიკულ და ანტისაეკლესიო სწავლებებში, გულისთქმებს მოსვლა აუკრძალო, მაგრამ შესაძლებელია მათთან თათბირსა და საუბარში არ შეხვიდე, ამის ნაცვლად თქვა: "უფალო, შემიწყალე!" ვინც ამგვარად იქცევა, იმას ჰქვია კაცი. როცა რაიმე მორჩილებას აძლევდა, დიდი სიზუსტითა და მზრუნველობით ახსნიდა, უჩვენებდა, თუ როგორ შეიძლებოდა მისი უკეთ ასრულება. მაგრამ რასაც ერთხელ აკურთხებდა, მოითხოვდა მის სასწრაფოდ და ზედმიწევნით ასრულებას.

1898 წელს მამა ნექტარიოსს მღვდლად დაასხა ხელი კალუგის მთავარეპიკოპოსმა. ჰყვებოდა: "როცა მღვდელმონაზვნად მაკურთხა ჩვენმა ეპისკოპოსმა მაკარმა, თავისი მღვდელმთავრული თვალებით დაინახა ჩემი სულიერი მოუწყობლობა და მითხრა პატარა, მაგრამ ძლიერი სიტყვა, იმდენად ძლიერი, რომ დღემდე მახსოვს და სიკვდილამდე არ დავივიწყებ. მიმიხმო საკურთხეველში და მითხრა: ნექტარიოს, როცა მწუხარე და სასოწარკეთილი იქნები, როცა დიდი განსაცდელი შეგემთხვევა, მხოლოდ ეს იმეორე: "უფალო, დაინდე, აცხოვნე და შეიწყალე მღვდელმონაზონი ნექტარიოსი".

რა განსაცდლებისგან დაიხსნა ამ სიტყვებმა, უცნობია, თუმცა ორიოდ მათგანზე თვითონვე აქვს მოთხრობილი. ერთი მათგანი მას მორჩილობის პერიოდში შეემთხვა: ახალგაზროდბაში მამა ნექტრიოსს მშვენიერი ხმა ჰქონდა, მუსიკალური სმენა კი სიბერემდე შემორჩა. მაშინ სკიტის ეკლესიაში, მარჯვენა კლიროსზე გალობდა. წელიწადში ერთხელ, დიდმარხვისას, სკიტში მონასტრის რეგენტი მოდიოდა და მონასტრის გუნდისთვის საუკეთესო ხმებს არჩევდა. ძმა ნიკოლოზს (ანუ მამა ნექტარიოსს) სკიტიდან მონასტერში გადასვლა მოუწევდა, რაც არ უნდოდა და რეგენტის და იქ მყოფთა თვალწინ იმდენად ყალბად იწყო გალობა, რომ მის გადაყვანაზე ხმა აღარავის ამოუღია.

მეორე განსაცდელი მას უკვე მაშინ შეემთხვა, როცა მღვდელმონაზონი და ნახევრადდაყუდებული იყო. მანტიის მიღების მერე თითქმის არ გამოდიოდა თავისი კელიიდან. იყო წლები, როცა სარკმელზე ლურჯი ფერის ქაღალდი ჰქონდა აკრული. მამა ნექტარიოსს უყვარდა კიდეც თქმა, რომ მონაზონს კელიიდან გამოსვლისას ორი გზა აქვს, ან ტაძრისკენ, ან სამარისკენ. მთელი ეს წლები ის სწავლობდა ან კითხულობდა. კითხულობდა წმინდა მამათა ნაწერებს და სასულიერო ლიტერატურას, ასევე სამეცნიერო წიგნებსაც; სწავლობდა მათემატიკას, ისტორიას, გეოგრაფიას, რუსულსა და უცხოურ კლასიკურ ლიტერატურას და მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთ გაეგო მასთან მისული ადამიანებისთვის, რომელთა შორის მრავლად იყვნენ განსწავლულნი. შეისწავლა ლათინური და ფრანგული ენები. ლათინურად ხშირად ციტატებს წარმოთქვამდა. მხატვარ ბოლტოვისგან, რომელიც ოპტაში მამა დანიელის სახელით მონაზვნად აღიკვეცა, ფერწერა ისწავლა.

ამ დროს ღირსი ნექტარიოსი მოგზაურობის და უცხო შორეული ქვეყნების მონახულების სურვილმა შეიპყრო. ბედად, ოპტაში ფლოტიდან მოთხოვნა მოვიდა, რომ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისთვის ერთი მღვდელმონაზონი გამოეყოთ. არქიმანდრიტმა მამა ნექტარიოსს შესთავაზა წასვლა. ის სიხარულით დათანხმდა და გამგზავრების წინ მამა იოსებთან შევიდა კურთხევისთვის, მან კი არ აკურთხა. ამგვარად, მამა ნექტარიოსს ოპტაში დარჩენა მოუწია.

მესამედ კი ამგვარი განსაცდელი მოძღვრობისას, 70 წლისას შეემთხვა. მას მოუნდა მოძღვრობისთვის თავი დაენებებინა და მწირობა დაეწყო. "ოღონდ მაშინ უკვე მე თვითონ მივხვდი, რომ ეს საცთური იყო და დავრჩიო", - ჰყვებოდა.

სწავლებისა და სულიერი გაზრდის პერიოდში მამა ნექტარიოსმა სალოსობა დაიწყო. ის კაბის ზემოთ ფერად კოფტას იცვამდა, ტრაპეზზე მოტანილ საჭმელს, მჟავეს, ტკბილსა და მარილიანს ერთ ჯამში ასხამდა. ცალ ფეხზე გრძელყელიან ჩექმას, მეორეზე კი ფეხსაცმელს იცვამდა და სკიტში ისე დადიოდა. უფრო აეჭვებდა მონაზვნებს ის თავისი სათამაშოებით, რომლითაც "ერთობოდა" როგორც ამ პერიოდში, ასევე მოძღვრობისასაც. მას ჰქონდა სათამაშო ავტომობილები, ორთქლმავლები, მატარებლები და თვითმფრინავები, ასევე მუსიკალური ყუთები და ფირფიტის დაკვრაც კი მოისურვა, მაგრამ სკიტის ხელმძღვანელობამ ამის ნება არ მისცა. მას აინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა სოფელი. სიცოცხლის ბოლომდე ეცნობოდა თანამედროვე ლიტერატურას და მუდმივად ახალი წიგნების მოტანას ითხოვდა. ინტერესდებოდა, რას სწავლობდნენ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ყველაფერი იცოდა, რაც აინტერესებდა ინტელიგენციას. მთელი ეს ცოდნა კი ღვთისა და კაცის სამსახურისთვის სჭირდებოდა. ერთხელ, ჯერ კიდევ რევოლუციამდე, მასთან სემინარისტები მივიდნენ მოძღვართან ერთად და რჩევა ჰკითხეს. "ყმაწვილებო, - უთხრა მათ წმინდა ნექტარიოსმა, - თუ ისე იცხოვრებთ და ისწავლით, რომ თქვენი განსწავლულობა არ შერყვნის ზნეობას, ზნეობა კი მეცნიერებას, მაშინ ცხოვრებაში სრულ წარმატებას მიაღწევთ".

ერთხელ მამა ნექტარიოსის მისაღებში ერთი სულიერი შვილი მეორეს ეუბნებოდა: "არ ვიცი, შესაძლოა, საერთოდაც არ მჭირდება ეს განათლება, ამას მხოლოდ ზიანი მოაქვს. ეს ყველაფერი როგორ შევუწყო მართლმადიდებლობას?" ამ დროს კელიიდან მამა ნექტარიოსი გამოვიდა, ეს რომ მოისმინა, თქვა: "ჩემთან ერთხელ კაცი მოვიდა, რომელსაც არ სჯეროდა, რომ წარღვნა მოხდა. მაშინ მოვუყევი, ყველაზე მაღალ მთებში, ქვიშაში ნიჟარებსა და ზღვის ფსკერის სხვა ნარჩენებს პოულობენ და გეოლოგიაც მოწმობს წარღვნაზე-მეთქი, მან დაიჯერა. ხედავ, ზოგჯერ ცოდნაც საჭიროა".

ისტორიაზე ამბობდა: "ის გვიჩვენებს, თუ როგორ ხელმძღვანელობს ღმერთი ხალხებს და ზნეობრივ გაკვეთილებს უტარებს სამყაროს". მათემატიკაზე საუბრისას ხშირად სვამდა ამ შეკითხვას: სამკუთხედი თუ შეიძლება იყოს წრის ტოლიო და ხშირად მოჰყავდა წმინდა მამათა მაგალითი: "ღმერთი - წრის ცენტრია, ადამიანები კი რადიუსები. რაც უფრო უახლოვდებიან ისინი ცენტრს, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს". გარეგნულ მუშაკობაზე ამბობდა: გარეგანი თქვენ გეკუთვნით, შინაგანი კი ღვთის მადლს. ამიტომაც იმუშაკეთ, იმუშაკეთ გარეგნულად, როცა მასში ყველაფერი გამოსწორდება, მაშინ შინაგანიც აღშენდება.

არ უნდა ველოდოთ სასწაულს. ჩვენ მხოლოდ ერთი სასწაული გვაქვს: საღვთო ლიტურგია. ეს უდიდესი სასწაულია და მას უნდა მივეკრათ".

მამა ნექტარიოსი ფიქრისას ყურადღებას ასწავლიდა: "შეწყვიტეთ ფიქრი და იწყეთ აზროვნება. იფიქრო - ნიშნავს, რომ ფიქრებში უმიზნოდ შესცურო. თავი ანებეთ ფიქრსა და იწყეთ აზროვნება. ნაპოლეონი ფიქრობდა, კუტუზოვი კი აზროვნებდა. აზროვნება ფიქრზე აღმატებულია".

ერთხელ თქვა: "ღმერთი არა მხოლოდ ნებას აძლევს, არამედ ადამიანისგან მოითხოვს კიდეც შემეცნებაში წარემატოს. საღმრთო ხელოვნებაში არ არსებობს შეჩერება, ყველაფერი მოძრაობს, ანგელოზებიც ერთ ხარისხში არ რჩებიან, არამედ საფეხურიდან საფეხურზე ადიან, იღებენ რა ახალ გამოცხადებას. თუნდაც კაცმა ასი წელი იცოცხლოს, ახალი და ახალი შემეცნებისკენ უნდა წარვიდეს... შენ კი იმუშავე. შრომაში წლები შეუმჩნევლად გავა". როცა ამას ამბობდა, მამა ნექტარიოსს ისე უბრწყინვდა სახე, რომ შეუძლებელი გახლდათ მისი ცქერა.

სხვა დროს კი ბრძანა: "ერთ წინასწარმეტყველს ღმერთი არა ნათელში, არამედ სამკუთხედით გარემოცული ეჩვენა. ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანს არ შეუძლიან მიუახლოვდეს გამოუკვლეველ სიღრმეებს ღვთისას და განიცადოს იგი. ადამიანს ნებადართული აქვს განიცადოს ღვთის გარემო, მაგრამ თუ გაკადნიერდება და ხაზს გადასცდება, მაშინ დაიღუპება ბასრი სამკუთხედისგან".

მამა ნექტარიოსის ყოველი დარიგება მისი შინაგანი ცხოვრების ნაყოფი იყო. მოძღვრის მორჩილების ტვირთვა მისთვის ადვილი არ გახლდათ. 1913 წელს კალუგის ეპარქიის მონასტრების კეთილმოწესემ ოპტელ მონაზვნებს მოძღვრის არჩევა უბრძანა. თავიდან მოძღვრობა შესთავაზეს არქიმანდრიტ აღაპს, რომელმაც საუკეთესოდ აღწერა წმინდა ამბროსი ოპტელის ცხოვრება. მან ადრევე უარი თქვა მღვდელთავრობაზე და არც მონასტრის მამობას დათანხმდა, მას მხოლოდ რამდენიმე მოწაფე ჰყავდა. მაშინ ძმებმა სთხოვეს, ღირსეული კანდიდატურა დაესახელებინა, მან მამა ნექტარიოსი დაასახელა. ძმებმა მამა ნექტარიოსი მოძღვრად აირჩიეს და მის მოსაყვანად ბერი გაგზავნეს, რადგან იგი თავისი სიმდაბლის გამო ძმათა შეკრებებს არ ესწრებოდა ხოლმე.

- მამაო, კრებაზე გეძახიან.

- ისინი უჩემოდაც აირჩევენ.

- მამა არქიმანდრიტმა გამომგზავნა თქვენთან და მოსვლა გთხოვათ.

მაშინ მამა ნექტარიოსმა სასწრაფოდ ანაფორა ჩაიცვა, ცალ ფეხზე ჩექმა და მეორეზე ტუფლი და კრებაზე მივიდა.

- მამაო, ძმებმა ჩვენი სავანის მოძღვრად და დამრიგებლად აგირჩიეს.

- არა, მამებო და ძმებო! მე გონებასუსტი ვარ და ასეთი სიმძიმის ტვირთვა არ შემიძლია.

- მამა ნექტარიოს, მიიღე მორჩილად.

შემდგომში მამა ნექტარიოსი ამბობდა: "აბა, მე რა მამა ვარ! როგორ შემიძლია ადრინდელ მამათა მემკვიდრე ვიყო? მე სუსტი და უძლური ვარ. მათ მადლის მთელი ქარავანი ჰქონდათ, მე კი პატარა ნატეხი რამ მაქვს".

იგი ასწავლიდა უმიზეზო შიშის დაძლევას. ამბობდა: "ხელები ჯვრის სახედ დაიწყე და სამჯერ წაიკითხე: "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ" და ყველაფერი გაივლის". ამბობდა: "ნუ გეშინიათ! ყველაზე ცუდისგან შეიძლება ყველაზე მშვენიერი რამ გამოვიდეს. იცი, როგორი ტალახიც არის მიწაზე, მაგრამ შეიძლება მასში დაგდებული ბრილიანტი იპოვო, რომელიც ყელს დაგიმშვენებს".

იგი ასწავლიდა მოწყალების გაცემას, ოღონდ განსჯით, თორემ ამით შეიძლება ვავნოთ ადამიანსო, ამბობდა.

ის განსაკუთრებით ყურადღებიანი იყო თავის მოწინააღმდეგე სულიერ შვილებსა და მასთან მისულ დიდ ცოდვილებთან. ის მათ "ჩემო შვილო", "ჩემო ცხვაროს" ეძახდა. ალერსიანად ექცეოდა და ბრაზს უცხრობდა, ისინი უდიდესი სიყვარულით უყვარდა. ერთხელ თქვა კიდეც: "შვილო, ჩვენ გვიყვარხართ იმ სიყვარულით, რომელიც არასოდეს შეიცვლება. თქვენი სიყვარული ერთდღიანია, ჩვენი კი დღესაც და ათი წლის მერეც იგივე იქნება".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler