ქედმაღლობა, განდიდება და ეგოიზმი - ეს სამი გოლიათი იმონებს მონაზვნის სულს
ქედმაღლობა, განდიდება და ეგოიზმი - ეს სამი გოლიათი იმონებს მონაზვნის სულს
მამა საბა და მამა ამბერკი. ერთხელ კალივის ბაღში გულწრფელი სიხარულით აღსავსე ხმა მომესმა: "შეგეწიოს ღმერთი, მამაო".

მოვიხედე და მამა ა. დავინახე. მკითხა: "გუშინ ტაძარში ღვთისმსახურებას თუ დაესწარით, მოგეწონათ მსახურება?"

- ეჰ, მამაო! როგორი მადლიერებით ვუსმენდი ფსალმუნებს და საგალობლებს!

იცი, მამა ა., რამხელა სიხარულს გრძნობს მთელი მონაზვნური დასი, როცა მთელი დრო ლოცვას მიეძღვნება ხოლმე. ლოცვა განსაკუთრებით ძლიერდება წმინდა ვნების შვიდეულში. მონაზვნები, ყველანი, კრძალვითა და რწმენით თაყვანისცემენ მათთვის ჯვარცმულ ღმერთს; იღვწიან, ჭვრეტენ და ჰბაძავენ მათ, რომელთა მაგალითებიც თვალწინ უძევთ.

"აღაპყარ თვალნი შენნი ზეცად, - გავიფიქრე მაშინ, - და იხილავ, როგორ ეშვება ნისლი ათონის მთის წვერიდან წმინდა არტემის კალივამდე. მარტო მყოფი აღფრთოვანდები ამ მთის ხილვით და მისწვდები ამ წმინდა ადგილის დიდებულებას".

სავანეში იმ დროს კიდევ ერთი ძმა შემოგვიერთდა და ჩვენ საუბარი დავასრულეთ, გონება კი ამსოფლიურ ვნებებს მოვწყვიტეთ და ზეციურ საფიქრალს მივაპყარით. ყველანი დავუბრუნდით სამუშაოს და მალე მეცხრე ჟამიც დადგა, როცა შეგვეძლო რამდენიმე ორცხობილას მიღება. აქ ხომ კლიმატი მკაცრია და კაცს არ შეუძლია მთელი დღის მანძილზე საჭმელი არ შეჭამოს.

მცირე ტრაპეზზე საუბარი წამოვიწყეთ წმინდა ნაწილებზე, რომლებსაც, მნათეს თქმით, თაყვანისცემისთვის გამოაბრძანებდნენ მწუხრის მსახურებაზე.

როცა იგრძნობ წმინდა ნაწილებიდან მობერილ კეთილსურნელებას, საქმითა და ჭვრეტით მიხვდები, რომ უფალი იცავს თავის მოყვარულთა სხეულის ნაწილთ.

შენ კი, მოწყალეო მამაო ა., იფიქრე იმაზე, რომ შენს ბაგეს დაცდენილი ყოველი ოხვრა ღვთისადმი სიყვარულით იყოს აღსავსე.

აღაპყარ თვალნი შენნი და გულისხმაჰყავ! მოპირდაპირე მხარეს დგას სკიტი განსვენებული მამა საბასი, რომელთანაც ბევრნი დადიოდნენ რჩევისთვის, მათ შორის იყო ერთი მებაჟე - მასთან კურთხვისთვის მოდიოდა; იგი თურქი გახლდათ, მაგრამ ფარულად ჩვენს რწმენას აღიარებდა. როცა მან მოძღვრის წინაშე მუხლნი მოიდრიკა, მამა საბამ მას უსურვა, ღირსი გამხდარიყო მუჰამედის მიერ დაპირებული პატივისა. მაგრამ თურქმა აცრემლებულმა უთხრა, - ფარული ქრისტიანი ვარ. სულიერმა მოძღვარმა მირჩია, - მტკიცედ ვიდგე მართლმადიდებლურ სწავლებაზეო.

მამა ა., ქვემოთ დგას წმინდა ნათლისმცემლის კალივა, რომელშიც მოღვაწეობდა ჩვენი სულიერი პაპა, მამა ამბერკი.

თუმცა ის წარმოშობით ანქილელი იყო და მისი მშობლიური ენა ბულგარული გახლდათ, მწყურვალი ირემივით მიილტვოდა ბერძნული ენის საგანძურისკენ. იგი მრავალს არიგებდა ღვთისმოშიშებაში და აცხოვნებდა. ბევრი მორჩილიც ჰყავდა, მათ შორის იყო ერთი, ტუბერკულოზით სნეული სმირნელიც. ამ კაცმა მოძღვარს მონასტერში მიღებაზე კურთხევა სთხოვა, უარი მიიღო. მაშინ ყმაწვილმა უთხრა: - ახლო არს ჩემი აღსასრული, მალე წარიყვანენ ჩემს სულსო. მაშინ კი მოძღვარი დათანხმდა და კურთხევა მისცა.

როცა მის სულს სხეულიდან განსვლის ჟამი დაუდგა, მაშინ ჯერ კიდევ ხორცში მყოფი სამსჯავროს მიეცა, რადგან ვერ გამოდიოდა სხეულიდან იმ სამი მონეტის გამო, რომელიც მან სიგლახაკის გამო საეკლესიო სინიდან აიღო და უკან აღარ დააბრუნა. მისმა უპოვარმა მოძღვარმა სხვა მამებისგან ისესხა ეს თანხა და ტაძრის სალაროში შეიტანა. ახალგაზრდა მონაზვნის სული მაშინვე გადასახლდა საუკუნო სავანეში.

მამა ა., გაიხსენე ყოველივე, რაც გითხარი. მთაწმინდას და განსაკუთრებით წმინდა ანას სკიტს შეუძლათ სულიერი გულისთქმების ამაღლება მაშინაც კი, როცა უბრალოდ უცქერ ამ შიშველ კედლებს.

მამა დიონისე. ერთხელ ჩემმა სულიერმა ხელმძღვანელმა, მამა ონუფრემ მოისურვა ჩემი სულიერად დახმარება და მონაზვნური ცხოვრების წრეში გამტკიცება და მიამბო:

- მამა დამასკინის კალივის ქვემოთ, კალივაში ეკლესიაც კი არ არის. აქ ცხოვრობდა კუნძულ ტინოსელი მამა მაკარი. მან დაყუდების უმაღლეს საზომს მიაღწია და მერე გადავიდა კატუნაკში, კალივაში კი თავისი მორჩილი მამა არტემი დატოვა.

ამის მერე ამ კალივაში მამა დიონისე დასახლდა, ორ მორჩილთან - მამა დიონისესა და მამა კვიაშინესთან ერთად.

მამა დიონისე არასდროს არავის ესაუბრებოდა და არ უცქერდა: სახეს იფარავდა, რათა მოუკლებელი ლოცვა დაემარხა. იგი თავშავას აგროვებდა ცივ წყაროსთან, მისი თესლისგან ზეთს ხდიდა და ჰყიდდა. ამით ცხოვრობდა და თავის მოწაფეებსაც ასწავლიდა, რომ არასოდეს ეცხოვრათ სხვის ხარჯზე. ერთხელ ხის ფესვებში განძი იპოვა და სკიტს გადასცა. მორჩილ დიონისე დიმიტრიადელის რჩევით გადაწყვიტა, იგი მოწყალებად დაერიგებინათ.

მაშინ დიონისეს მონასტერს ძალიან უჭირდა და მზად იყო, პროცენტიანი ვალი აეღო.

როცა მამა დიონისემ მონასტრის გასაჭირი შეიტყო, ფულის ნაწილი სავანეს გადასცა. მონასტერს სურდა ფული პროცენტით დაებრუნებინა. მაგრამ მოძღვარმა უპასუხა: "რატომ უნდა დაგვიბრუნოთ პროცენტები, ანდა თავნი? ჩვენი მამებისგან მცნებად მიგვიღია, პური სხვის ხარჯზე არასოდეს ვჭამოთ, არამედ ყოველთვის ვიშრომოთ და მონარჩენი გაჭირვებულებს დავურიგოთ". სამგზის ნეტარი მამა დიონისე მთლიანად მყუდროებას იყო მიცემული, და როცა აღსასრულის ჟამი მოუახლოვდა, უხმო თავის მორჩილს.

დაუძახეს მოძღვარს, რომელთანაც მამა დიონისემ აღსარება თქვა და ეზიარა წმინდა საიდუმლოს. გარშემო მცხოვრები მამებისგან შენდობა გამოითხოვა და სიხარულით და მხიარულებით დატოვა სოფელი, რათა შეერთებოდა ჩვენს გარდაცვლილ მამებს, რომელთაც მოიკვეთეს საკუთარი ნება და საკუთარი გულისთქმა, ამით მიაღწიეს უვნებლობის საზომს და ახლა ევედრებიან ღმერთს ჩვენთვის.

მე შენ უკვე მოგწერე და კვლავ მოგწერ, რომ ჩვენი მამები წმინდანები იყვნენ, და ჩვენც, როგორც მათი შვილები, მოვალენი ვართ, რამდენადაც შესაძლებელია, ყოველი ჩვენი მოქმედება მათივე ღვთაებრივი დარიგებების მიხედვით აღვასრულოთ.

როცა მამა დიონისე ნახავდა, რომ მე სულითა და სხეულით მოვუძლურდი, მეტყოდა: - შენ დაიღალე სულიერი მუშაკობით? ჩადი წისქვილთან, შეხედე, როგორ მირბის წყალი. გულზე ხელები დაიკრიფე, ერთი-ორი საათი კიბის საფეხურზე ჩამოჯექი და გონებით ილოცე. ამგვარად შენი მოვალეობების შესრულებასაც მოასწრებ და თავსაც დააღწევ მოწყენილობას, რომლითაც მტერი გტანჯავს. ყოველგვარი სევდა განიდევნება განმარტოებული (მყუდრო) ლოცვით, რომელსაც მტერი ვერ ამჩნევს, რადგან ლოცვა - მონაზვნის მოქმედება დაფარულია ჩვენი სულის მტრისთვის. შენ დაგღალა მძიმე სამუშაომ, დააწყვე შეშა გზაზე, თხრილის იქით, სადაც ძველი ბერძნული გზა მთავრდება და კალივის ბილიკი იწყება. დაჯექი ცოტა ხანს, წელი გაშალე, დაე, ოფლიც შეგაშრეს. დაღვარე შემუსვრილების ცრემლნი, კვლავ მოიკიდე კურტანი და დაეშვი წმინდა სამების კალივისკენ.

ასეთი იყო ჩვენი მუშაკობა. ხდებოდა ხოლმე, რომ დაქანცულნი, დაღვრემილნი მივდიოდით, გამვლელები ამჩნევდნენ ჩვენს სევდას და ჩვენს კელიაში გასამხნევებლად შედიოდნენ. თავს აჩვენებდნენ, თითქოს საქმეზე იყვნენ მოსულნი, იწყებდნენ ჩვენთან საუბარს, რათა განმარტოებით მყოფნი დავეხსენით მწუხარებისა და სევდისაგან.

დღეს კი, სადაც არ უნდა წახვიდე, კალენდრისა და საეკლესიო საიდუმლოების გარდა (ალბათ ხშირ ზიარებას გულისხმობდა) სხვაზე არაფერზე საუბრობენ. მათ არანაირი უფლება არ აქვთ ამ საკითხზე მსჯელობისა, თუნდაც მათ გადაჭრას ცდილობდეს ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერი. მოსაგრეთათვის ამ საკითხების განსჯა საზიანოა: ისინი გონებას აბნელებენ. ამიტომაც არის ჩვენს დროში ამდენი განრისხებული მონაზონი, რომლებიც ამ კამათში ივიწყებენ ღვთის მსახურებასაც და მონაზვნურ კანონსაც.

მონაზონს იმიტომ ჰქვია მონაზონი, რომ ის მარტოა, ვითარცა სასიძო ქორწინების წინა პერიოდში. მონაზვნის ქორწილი - მისი სულის სიყვარულია ზეციური სასიძოს მიმართ - უფლისა ჩვენისა იესუ ქრიტესი, ხოლო სიყვარულის ნაშობი - საღმრთო ტრფილებაა.

ტრფიალება (ძველბერძნულად ეროსი) ჩვენთან ღვთის სიყვარულს აღნიშნავს. ძველი ბერძნები ფიქრობდნენ, რომ ეროსი აფროდიტეს ძე იყო. მაგრამ აფროდიტე ერისკაცულ სიყვარულს აღნიშნავს, რომელიც სოფელში ყოველგვარი საძაგლობითაა ავსებული, მაგრამ, სულიერი აზრით, სიყვარული - დედაა ყველა სათნოებისა, როდესაც კაცი საღვთო ტრფიალებით არის ფრთაშესხმული.

როგორც ძველ დროში ეროსს ფრთებით გამოხატავდნენ, ასევეა მონაზონიც, რომელსაც "მონაზვნობა" უნდა, იგი სიყვარულის ფრთებით ანგელოზთა ცხრა დასში ზემოთ აღფრთოვანდება.

ღმერთი კაცი შეიქმნა, რათა წარმოუდგენელ სიმაღლეზე აეყვანა მონაზვნური ცხოვრების წესი. თუმცა ლოცვა არ სჭირდებოდა, მაგრამ უდაბნოში სალოცავად მიდიოდა, რათა ესწავლებინა მონაზვნისთვის დაყუდებული და ლოცვით აღსავსე ცხოვრება, რომელიც ნებას აძლევდა მათ, ზეციურ დასებზე მაღლა ასულიყვნენ.

ახლა თუ გესმის, რამდენად ამაღლებულია მონაზვნობა? თუ გრძნობ, რამდენად დიდებული მამები გვყავდნენ? ფიქრობ იმაზე, თუ რამდენად მადლმოსილი და კურთხეული იყო მათი სწავლება, რომლითაც ჩვენ აღგვზრდიდნენ?

ახლა კი ჩვენ დავუტევეთ ამაღლებული საუბრები და ამქვეყნიურ ამაოებას ვათვალიერებთ. ამიტომაც გვიქრება ღვთის შიში და სიყვარული. ჩვენ მზად ვართ, შევეპასუხოთ თვით ჩვენი დროის წმინდანებსაც, რომლებმაც, მამათა მოწმობით, იცოდნენ, თუ რა არის ღვთაებრივი სიყვარული. წმინდა მამებთან საუბრისას მათ სრულიად ავიწყდებოდათ, რომ მიწაზე იმყოფებოდნენ.

მაშ, რატომ დავუტევეთ ეს საუბრები და ამაღლებული ჭვრეტანი? ამის სამი მიზეზია: ქედმაღლობა, განდიდება და ეგოიზმი. ეს სამი გოლიათი იმონებს მონაზვნის სულს, სავანეში მოამწყვდევს დათვივით და მტერს ხელში აძლევს. ამიტომაც ყოველთვის ილოცე და იმეორე ღვთის სიტყვები: "იხილე სიდაბლე ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი". ანდა: "რამეთუ დავმდაბლდი მე და მაცხოვნე მე და სიმდაბლესა შინა ჩვენსა მოგვიხსენა ჩვენ უფალმან".

წმინდა სამების სკიტის გვერდით ცხოვრობდა მამა დიონისეს მოძღვარი, ასევე დიონისე. ის ყოველ საღამოს ბაღში მუშაობდა და ღაწვები მუდამ ცრემლით ჰქონდა სველი.

რატომ ტირი-მეთქი და - ძალზე ბევრი მძარცველია, ჰაერის სულნი, რომლებიც ჩემს თავს ზემოთ კოღოების გუნდივით ბზუიან. ოღონდ ეს საზიზღარი სულ უფრო მეტნი არიან. ამიტომაც ვხუჭავ თვალებს, გონება რომ არ წარმეტაცოს და მუდმივად ვფიქრობ, რომ რაც სოფელში ხდება, ამაში მეც ვარ დამნაშავეო.

ასეთნი იყვნენ წმინდა ანას სკიტის მამები, ასე ფხიზლად უცქერდნენ საკუთარ სულს. ჩემი ბოროტი ნებითაც წარმოიშვა გრიგორიანული კალენდარი, ვითარცა ბასილისკოს გესლიანი ნესტარი, რომელიც კაცს ადგილზევე კლავს. ახალი კალენდრის გამოჩენამ განახმო მთელი სილამაზე სულიერი საუბრისა. გული კი, რომელიც ასე განმხმარია, უკვე მკვდარია.

ამდენად, დიდი პასუხისმგებლობა გაძევს შენი სულისთვის - შენ ხომ სულის მეტი არაფერი გაგაჩნია. განსაკუთრებით ჩვენს დროში, როცა კაცობრიობამ სიყვარული განაძევა და მხოლოდ დოგმატიკურ და კანონიკურ საკითხებზე საუბრობენ. ამაზე საუბარი არ არის ჩვენი საქმე. ამიტომაც არის ჩვენი სული დაბნელებული და დაუძლურებული სამი გოლიათის ტყვეობაში: ქედმაღლობა, განდიდება და ეგოიზმი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat