თითქოს სხვა სამყაროში გადასახლდა
თითქოს სხვა სამყაროში გადასახლდა
დიონისე ქრისტესთვის სულელი (1814-1880) კავსოკალივის სკიტიდან დიდ პარასკევს დაფარულად ლოცულობდა კირიაკონის კარებთან, ბნელ კუთხეში. ის ფიქრობდა, რომ ვერავინ ხედავდა და მთლიანად ჩაფლული იყო ლოცვაში, გონებით კი ერთგვარ ექსტაზში იმყოფებოდა. ისე ჩანდა, თითქოს სხვა სამყაროში გადასახლდაო.

ზოგიერთმა მამამ იცნო იგი და ერთმანეთში საუბრობდნენ:

- დაინახე ნეტარი?

- დავინახე. შეხედე, რა სჭირს!

მხოლოდ მათ, ვისაც კეთილკრძალულება აქვს, შეეძლოს ეგრძნო ის სიმაღლე, სადაც ავიდა მისი გული გონებისმიერი უტკბესი ლოცვის კიბეზე.

მაგრამ როცა ნეტარი მივიდა და მისადმი ინტერესი შეამჩნია, დაიწყო ჩვეულებისამებრ უგუნური საქმეების კეთება, რათა ყველას სულელი ჰგონებოდა. დიახ, ასეთი იყო ტაქტიკა ქრისტესთვის სულელისა - ყველასგან დაეფარა თავისი სათნოება. მხოლოდ რამდენიმეს უმხელდა ის თავის გულს და განიხილავდა მათთან სულიერ საკითხებს. მონაზონთა უმეტესობა და ერისკაცები მას გაუწონასწორებელ და უგუნურ ადამიანად თვლიდნენ.


ბეჭდვა
1კ1