მოწყალებას ითხოვდა და თავს ამით ირჩენდა
მოწყალებას ითხოვდა და თავს ამით ირჩენდა
1768 წელს მიიცვალა ქრისტესთვის სალოსი მონაზონი ფოტი. ფოტი გახლდათ სავსებით უპოვარი, უსახლკარო უზარმაზარ ჭადარზე ცხოვრობდა. ის ხშირად უგუნურად იქცეოდა: ხან ვითომ მრისხანებდა, ხანაც თმა-წვერს იპარსავდა და ყვავილებისა და ბალახებისაგან მოწნულ გვირგვინს იდგამდა თავზე. მას თან ხის მახვილი და ხვეწი ჰქონდა.

თუმცა მამა ფოტი სრულიად გონივრულად საუბრობდა და დაფარულმცოდნელი გახლდათ. კოვზებს თლიდა და საკმაოდ იაფად ყიდდა. თუ უფრო მეტ ფულს აძლევდნენ, არ იღებდა. ხშირად მოწყალებას ითხოვდა და თავს ამით ირჩენდა.

იმავე დროს ფოტი განუწყვეტლივ ლოცულობდა და "გიხაროდენს" იმეორებდა. ერთხელ ჰკითხეს, ღვთისმშობელი თუ გინახავსო. ბევრჯერო... მე ვნახე ივერიის ღვთისმშობელიო, - ამბობდა, თუმცა ფოტი ერთხელაც არ ყოფილა ივერიის მონასტერში.
ბეჭდვა
1კ1