უმაღლესი ჭვრეტის მდგომარეობაში იმყოფებოდა
უმაღლესი ჭვრეტის მდგომარეობაში იმყოფებოდა
ღირსი მაქსიმე კავსოკალიველი მთაწმინდის უდაბნოში 1320 წელს მოვიდა. მაშინ მართლაც უდაბური ადგილი იყო. მან თავის დასამალად კრტეულ სალოსობას მიმართა. გონებისმიერ ლოცვას იქმოდა და უმაღლესი ჭვრეტის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამასთან იგი თავის ქოხს, ხის ტოტებისგან გაკეთებულ კალივას, წვავდა ხოლმე და სხვას აშენებდა. ამიტომაც მას კავსოკალიველი (კალივების დამწველი) დაარქვეს, იმ ადგილს, სადაც ის სახლობდა, კავსოკალივა ჰქვია. ბევრი, ვინც არ იცნობდა ამ ადამიანს, ამბობდა, რომ იგი მორიდებული და უგუნური იყო. სალოსობის გარდა ღირსმა მაქსიმემ უპოვარების ღვაწლიც იტვირთა. არაფერი ჰქონდა - არც იარაღი, არც გამოსასვლელი სამოსი, ნემსიც კი არ ებადა. ზეციური ფრინველის მსგავსად, სრული უზრუნველობით და უფლისადმი მთლიანად მინდობილი ცხოვრობდა.


ბეჭდვა
1კ1