საოცრად მოწყალე იყო და ჯიბეში დრაქმასაც არ იჩერებდა
საოცრად მოწყალე იყო და ჯიბეში დრაქმასაც არ იჩერებდა
დამასტეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იღუმენია კასიანა და დედები ჰყვებიან მართლაც საკვირველ ცხოვრებას წმინდა ანას სკიტელი მამა ილარიონისა. მან იქ ოცდაათი წელი იცხოვრა, მერე მეტეორაში წმინდა სტეფანეს მონასტრის იღუმენი გახდა, პენსიაზე გასვლის მერე კი მღვდლად მსახურობდა მალესინეს წმინდა გიორგის მონასტერში და ბოლოს, 1962 წელს, დამასტეს მონასტერში გარდაიცვალა, სადაც მან ცხოვრების ბოლო შვიდი წელი გაატარა.

ამ ნეტარ მოღვაწეს არ შეურბილებია და ისევე ასკეტურად ცხოვრობდა, როგორც ათონზე. ერში იყო და სრულიად უპოვარი გახლდათ, მთელი მისი ქონება გუდა, კოვზი, ჩანგალი, ჭიქა, ყავადანი და თიხის ჭურჭელი გახლდათ. საოცრად მოწყალე იყო და ჯიბეში დრაქმასაც არ იჩერებდა, გლახაკებს ურიგებდა შეუმჩნევლად. ამასთან ის ქრისტესთვის სულელობდა კიდეც.

მოიკიდებდა ქვით სავსე გუდას სულელივით და ამით დათრგუნავდა საკუთარ სხეულს. ყველაფერს თვითონ იკეთებდა და დღეგამოშვებით ჭამდა.

ერთხელ ერთმა დედამ, მონაზონმა, კეთილი განზრახვით მოძღვარს ტანსაცმელი გაურეცხა და დაუუთოვა. სუფთა და დაკეცილი სამოსი რომ დაინახა, მამა ილარიონმა მიწაზე დააგდო, ფეხებით დათრგუნა და თან გაიძახოდა დაცინვით: "ილარიონ, ჯორუკავ, ჩაიცვი ახლა გახამებული და დაუთოებულიო".

ღრმად მოხუცი დასნეულდა, მაგრამ ექიმი არ გაიკარა. გარდაიცვალა ერში მყოფი, მშვიდად, მოუკლებლად იმეორებდა ლოცვას: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე". მას მრავალი სულიერ ხილვაც ჰქონია.
ბეჭდვა
1კ1