სალოსი რომ იყო, დიდი თავმდაბლობა უნდა გქონდეს
სალოსი რომ იყო, დიდი თავმდაბლობა უნდა გქონდეს
მამა პაისის ჰკითხა ერთმა ქრისტიანმა: "მამაო, შეუმჩნევლად ყოფნა არ მიყვარს. შესაძლოა, ამიტომაც ვგრძნობ შიგნით სიცარიელეს?"

"მართალია. შენგან სალოსი არ გამოვა, - მიუგო მამა პაისიმ, - სალოსი რომ იყო, დიდი თავმდაბლობა უნდა გქონდეს. ქრისტესთვის სულელნი აღვსებულნი არიან ღვთაებრივი სიყვარულით, რომელიც ნაპირიდან გარდამოიღვრება. ისინი უდიდესი წმინდანები არიან. სისულელე, რომელსაც ისინი ამბობენ, ნამდვილი დამოძღვრაა, ძალზე ღრმა. მათ ძალზე დიდი თავმდაბლობა აქვთ. ისინი არაფრად თვლიან თავს, ამიტომაც მათ ღმერთი ღირსყოფთ, შეიცნონ წმინდა საიდუმლოებანი და მიიღონ უდიდესი ნიჭები".
ბეჭდვა
1კ1