იდგა ბჭესთან და შესტიროდა უფალს
იდგა ბჭესთან და შესტიროდა უფალს
წმინდა პროკოფიმ დატოვა ხუტინის მონასტერი და ქალაქ დიდ უსტიუგში მივიდა. სალოსი მთელი დღე ქალაქის ქუჩებში დაეხეტებოდა, ღამით კი ტაძრებს მოილოცავდა. იდგა ბჭესთან და შესტიროდა უფალს. მრავალ დაცინვას, ლანძღვასა და ცემას დაითმენდა, არ სწყინდა დიდებისა თუ პატარებისგან აბუჩად აგდება, პირიქით, მათთვის ლოცულობდა. ზამთარ-ზაფხულ ფეხშიშველი, დახეული სამოსით დადიოდა, იღებდა მხოლოდ ღვთისმოშიშ კაცთაგან ნაწილადებ მწირ საკვებს.

* ღირს იოანეს, მოსკოველ სალოსს, თავზე მძიმე რკინის ჩაჩი ეხურა, ამიტომაც "ჩაჩიანს" ეძახდნენ, ტანზეც რკინის ჯვრები ჰქონდა შემოკრული, თითებზე ბრჭყვიალა ბეჭდები ეკეთა და საშინელ ყინვაშიც კი ფეხშიშველი დადიოდა. სალოსობისას მან ამხილა მეფე ბორის გოდუნოვი, უთხრა: "ჭკუათმყოფელო, გულისხმაყავ ღვთის საქმენი. ღმერთი დიდხანს იცდის, მაგრამ მტკივნეულად სჯის".
ბეჭდვა
1კ1