გროზნოს მუზეუმში დაცულია უამრავი ქვაჯვარი ქართული ასომთავრული ასონიშნებით
გროზნოს მუზეუმში დაცულია უამრავი ქვაჯვარი ქართული ასომთავრული ასონიშნებით
ისტორიულ ქისტეთში, ვაინახების ქვეყნის ნასოფლარებში ამჟამადაცაა შემორჩენილი უამრავი ჯვარგამოსახული კოშკი. ტყობაიერდისა და ალიბერდის ეკლესიებში დაცულია ქართული წარწერები. არქეოლოგთა და სხვათა მიერ გათხრილ სამარეებში მიცვალებულები დაკრძალულნი არიან ქრისტიანული წესით, თავით დასავლეთისაკენ, ერთ-ერთი ქრისტიანი ქისტისათვის წმინდა გიორგის მედალიონი-ხატიც ჩაუტანებიათ. გროზნოს მუზეუმში დაცულია უამრავი თლილი ქვა და ქვაჯვარი ქართული ასომთავრული ასონიშნებით. ქისტები ისტორიულად ქრისტიანები იყვნენ ათეულ საუკუნეთა მანძილზე.

ანატორის ჯვარი შატილიონებისა და ქისტების საერთო სალოცავია. ანატორის ჯვარში ბოლო დრომდე მოდიოდნენ ქისტები სალოცავად საკლავით, ქადა-პურითა და სანთლით. XX ს-ის 20-იან წლებში ანატორის ჯვარს ჰყოლია გამორჩეულად წმინდა და ჯვარ-ხატების კარგი მცოდნე ქისტი ხუცესი ბაგახა. ის მთისიქითა ქისტეთიდან მოდიოდა ანატორის ჯვარში, სანთლით, საკლავითა და ბაჩაყურეებით (სამკაპა ან ოთხკაპა ქადის მსგავსი) ჯვარს ადიდებდა. შემდეგ ქისტები მოხარშულ ხორცსა და ბაჩაყურეებს ხალხს ჩამოურიგებდნენ. ხევსურ ბავშვებს განსაკუთრებით უხაროდათ ქისტების მოსვლა ანატორის ჯვარში. ბაგახა სანთელს რომ აანთებდა, ასე ლოცულობდა: - ნაქორინ წაწეიმბარა! - გწყალობდეთ ანატორის ჯვარიო.
ბეჭდვა
1კ1