ცრემლები - საკვებია სულისა
ცრემლები - საკვებია სულისა
ამა სოფლიდან განდგომა. როცა მონაზვნობა მოვისურვე, ეს აზრი სხვებსაც გავუზიარე. ერთი მათგანი იყო მძღოლი. მითხრა: - ევანგელე (ასე მეძახდნენ ერში), ამა და ამ საათზე მოვალ და მონასტერში წაგიყვანთო. დავყაბულდი. ავიღე საჭირო ნივთები, წავედი და ქვაზე დავჯექი. გზას გავცქერი და ველოდები. ვეღარ გავუძელი და დათქმულ დროზე ადრე შინ წავედი. მძღოლმა მერე მითხრა, გელოდით, მაგრამ - "არღარა მოსულიყო ჟამი მისი" (იოანე 8,29).

როცა ჩემი ჟამი მოვიდა, მშობლების დაუკითხავად ბარგი შევკარი და წავედი. თუ ზეითგან არ მოგეცა, ვერ წარემატები როგორც მონაზონი. უნდა ადუღდეს შენი სული და როცა შენზე მოვა ეს ღვთაებრივი სიყვარული, არავის აზრს არ ჰკითხავ, უფლისმიერი დიდი მოშურნეობით წახვალ.

ძველ მონაზვნებს ვეკითხებოდი, - როგორ ცხოვრობდით-მეთქი. როცა მთაწმინდაზე მოვედით, გულში ათონის მთისხელა ცეცხლი გვენთო. ახლა კი თხილისხელა დაგვრჩაო.

თუ დღეს ასეთი პატარა მოშურნეობით მოდიხარ, ხვალ რაღა დაგრჩება? ამიტომაც წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: ნეტარია ის, ვინც თავისი მოშურნეობა შეინარჩუნა, რომლითაც ის მონასტერში მოვიდა, მაგრამ უფრო ნეტარია ის, ვინც იგი გაზარდაო.

ბევრი მეკითხება, - მითხარით, გავხდები თუ არა მონაზონიო. მე ვილოცებ, მაგრამ, თუნდაც რაიმე მეუწყოს, მაინც არ გეტყვი. ერთადერთი, რის გაკეთებაც შემიძლია, ლოცვაა. სასურველ გზას შენ თვითონ ირჩევ, რადგან არ ვიცი, ხვალ და ზეგ აქედან რა გამოვა, თორემ მერე იტყვიან, ამის გაკეთება მამა ეფრემმა აიძულაო. აგერ არის ღვთისმშობლის ხატი: "მსწრაფლშემსმენელი", "ივერიის ღვთისმშობელი", მიდი მასთან და სთხოვე, გიჩვენოს გზა. თორემ მე რომ ცეცხლი მქონდეს, შენ აინთები? არა.

მოთმინება. კეთილ არს მწუხარება, კეთილ არს ტანჯვა, კეთილ არს დაცემაც. იცის ღმერთმა, ყველაფერ ამას რისთვის გაძლევს. რადგან ჩვენ ასე უფრო მივეახლებით მას, მწუხარებისა და ტანჯვის მიერ. "მწუხარებასა შინა მომიხსენე მე, უფალო", - ამბობს წინასწარმეტყველი (ესაია 26,10). მწუხარებებით ვუახლოვდებით. სასარგებლო განსაცდელებისგან გამქცევი გაურბის საუკუნო ცხოვრებასაც. ეს ასეც არის. ამიტომაც კაცმა იმედი არ უნდა დაკარგოს, სასოწარკვეთაში არ უნდა ჩავარდეს რაიმე წარუმატებლობის გამო. არ იცის ღვთის ნება და ყველაფერი უნდა დაითმინოს.

მაგრამ ღვთის ნება ყოველთვის ტკბილი არ არის, მწარეზე მწარეც არის ხოლმე.

"სასუმელი... არა შევსვუა იგი?" - ამბობს ქრისტე. "არ შევსვა ეს სასმელი, პეტრე?" - ამბობს და პეტრეს სატანა უწოდა: "წარვედ ჩემგან, სატანა!" (მათე 16,23). "სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსვუა იგი!" (შეადარეთ იოანე 18,11). აი ასე, ჯვარისა მიერ მოვიდა აღდგომა. "რამეთუ ჯვარისა მიერ მოევლინა სიხარული ყოველსა სოფელსა". ჯვარისა მიერ!

ერთხელ იერუსალიმში ერთმა მონაზონმა მითხრა, - აღსარების თქმა მინდაო. მე ბერებისგანაც კი არ ვიღებ აღსარებას, მონაზვნისგან როგორ მივიღებ-მეთქი. არა, ჩემი გულისთქმა მინდა გითხრათო. კარგი, თქვი-მეთქი.

მას მერე, რაც თავისი დარდები მომიყვა (ვინაიდან მხოლოდ თავიანთ მწუხარებაზე გესაუბრებიან და არა სიხარულზე), ასეთი რამ მითხრა: "ხილვა მქონდა: თითქოს ზემოთ მთაზე ისხდნენ პატრიარქი აბრაამი, ისააკი და იაკობი. მათ ვკითხე, - თქვენ ხომ პატრიარქები ხართ-მეთქი? დიახ, აბრაამი, ისააკი და იაკობი ვართო. შეიძლება თქვენთან მოვიდე-მეთქი? მოდიო. რომელი გზით-მეთქი? აი, იქ წადი, ეძებე და იპოვიო. მე იქ გზას ვერ ვხედავ-მეთქი, - შევწუხდი. კარგად მოძებნე და იპოვიო. ეს გზა სულ თხუთმეტი სანტიმეტრის სიგანისაა, მასზე როგორ გავივლი? ირგვლივ ეკალ-ბარდებია, ტანსაცმელს დავიხევ, ფეხებს დავისერავ-მეთქი. ჩვენ მაგ გზას გამოვყევით და აქ, მაღლა, ამოვედითო".

ამ მაგალითიდან ჩანს, რომ ადამიანი ზეცაში მწუხარების, დაცემისა და ტანჯვის მერე მიდის. უზრუნველად, მოხერხებულად, მანქანით ზეცაში ვერ შევალთ. მიეცი სისხლი და მიიღებ სულს.

ერთ იღუმენიას კიბო ჰქონდა. გაიკეთა ერთი ოპრაცია, მეორე, ის კი ლოცულობდა და აი, წმინდა ტრაპეზზე ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი იხილა.

"მოვედით, ღირსნო", - თქვა ყოვლადწმინდამ. ყველა ღირსმა მამამ მის წინაშე გაიარა, როგორც აღლუმზე. "მოვედით, დიდმოწამენო".

ბოლოს იღუმენიაც მივიდა. მუხლი მოიდრიკა და ღვთისმშობელს ხელზე ემთხვია. ღვთისმშობელმა უთხრა: "მოთმინება, მოთმინება, მოთმინება". და ამ დროს გამოეღვიძა იღუმენიას.

ეს რას ნიშნავს? თუ გინდა ქრისტეს მოწაფე იყო, მაშინ აუცილებლად ჯვარზე ახვალ.

სატანჯველისგან გათავისუფლებას არც ერთი წმინდანი არ შესთხოვდა ღმერთს, არამედ მოთმინების მინიჭებას ევედრებოდნენ. თუ მომთმენი ხარ, მაშინ შენს მცირე ჯილდოს მიიღებ. თუ არ მოითმენ, ვერაფერს მოიპოვებ.

ჩემი ბიძაშვილი გოგონა ჭკუიდან შეირყა და ძალზე იტანჯებოდა. დაახლოებით 25 წლისა მოკვდა. დამიჯერეთ, მე ის ანგელოსთა დასში ვიხილე. ანგელოზებთან ერთად ადიდებდა ყოვლადწმინდა სამებას. მოთმინების გამო, რომელსაც თავისი მწარე ხვედრისას იჩენდა (პარალიზებული იყო და საკუთარი თავის მომსახურებაც არ შეეძლო), ამ განსაცდლების დათმენის გამო, რომელიც, რა თქმა უნდა, ღმერთმა დაუშვა, როგორი ჯილდოს ღირსი გახადა! ანგელოსთა დასთა შორის დაასახლა იგი. ვასილისა, - ვამბობ ჩემთვის, - როგორი დიდების ღირსი შეიქმენი!

ცრემლები. იესოს ლოცვასთან ერთად მოდის ცრემლებიც, თუმცა მცირე რაოდენობის, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, როგორ მოიპოვებ ამ ნიჭს.

ცრემლები ერთგვარად ჩვევაც კია. თუ მიეჩვევი ტირილს, მეორე დღესაც ტირი, მერეც და იქამდე მიხვალ, რომ იტყვი: "რისთვის ვტირი, თვითონაც ვერ გამიგია". ეს ასეა.

მაგრამ იცი, ცრემლებით როგორც იწმინდება სული. როგორც შენ რეცხავ პერანგს ან პირსახოცს, ასე მოქმედებს ცრემლები ლოცვისას. შენში ყველაფერი იწმინდება, პირველ ცრემლებს სხვა მოჰყვება და ასე შემდეგ. თავდაპირველ ცრემლთაგან თავი აგტკივდება, შემდეგი ცრემლები გამწმენდია. შემდეგ მოდის სხვა ცრემლებიც - ფერისცვალებისა. ისინი სახეს გაგილამაზებენ, ფერს უცვლიან. შენი მოყვასი, შენი თანამოძმე მას მშვენიერს იხილავს. სულიერი აზრით, აი, რას ვგულისხმობ. არსებობს სხვა ცრემლებიც, რომლებიც ჩვენს ღვაწლზეა დამოკიდებული - ჩვენს მოშურნეობაზე, გულის სითბოზე.

ცრემლები - საკვებია სულისა. როგორც სხეული გაძლიერდება კარგი საჭმლით, ასევე სულიც, როცა ცრემლებით იკვებება, გაცოცხლდება.

როცა ლოცულობ, ეცადე, ცრემლები გქონდეს. შემდეგ ეს ჩვევად გექცევა. ლოცვისას როცა ტირი, მაშინ წინ მიიწევ, როცა გიწყდება ცრემლი, უკან იხევ.

ღირს ეფრემს ვთხოვე: "წმინდაო ეფრემ, შენ "ტირილის კაცი" ხარ, როგორც ამბობს ტროპარი: "შენი დაღვრილი ცრემლებით უნაყოფო უდაბნო ააღორძინე", და მან იმდენი ცრემლი მომცა, რომ შემეძლო, დღედაღამ მეტირა, რამდენიც მინდოდა, როცა მინდოდა და სადაც მინდოდა.

და რა მოხდა? აი აქ, ჩემს ზემოთ, ჩემი მორჩილის, იოსების კელიაა, მის გვერდით - ეფრემი ზის. მეუბნება იოსები: "გვესმოდა, რომ მთელი ღამე ტიროდი". ვეუბნები: "ცოდვილი კაცი ვარ და ღმერთს შეწყალებას ვთხოვ, ამ დროს კი ცრემლი მერევა". მამა ეფრემიც მეუბნება: "მამაო, გვესმოდა, რომ მთელი ღამე ტიროდი!" "დიახ, ცოდვილი ვარ და ვტირი".

ვეუბნები, - ეს არასწორია, ასე არ შეიძლება. თუ ვიცი, რომ ჩემი ტირილი შენც გესმის და მამა ეფრემსაც, მაშინ დაფარული ლოცვა მჟღავნდება. ამიტომაც ჯობია, სხვა ადგილას წავიდე, სადაც მე არავინ მიცნობს. ვერავინ გაიგებს და რამდენიც მინდა, იმდენს ვიტირებ. შესაძლოა, ვიგალობო კიდეც-მეთქი.

თუ გაიხსენებ: "მოვედით, ძმანო, უკანასკნელად ამბორს ვუყოთ გარდაცვლილს", წარმოდგენ საკუთარ თავს, რომ კუბოში წევხარ და დასაკრძალად მიგასვენებენ, როგორ უნდა იყოს შენი სული გაფუჭებული, რომ არ ატირდეს? ერთხელ, მეორედ. ამიტომ შეუძლებელია, არ იტირო - ასე შეიძენ ტირილის ჩვევას. მაგრამ ღვთისმშობელსაც უნდა ვთხოვოთ.

გულისთქმა მეწვია: "ხედავ, როგორ მოღვაწეობ..." მაშინვე დაიკარგა ცრემლები. რადგან ნიჭი, რომელიც წმინდა ეფრემმა მომცა, მე მივითვისე, თითქოს ჩემი, პირადი ნამუშევარი ყოფილიყოს, და დაიკარგა ცრემლები.

თავმდაბლობა (მიმართავს მონაზონს): "რა სარგებელი გვექნება, თუ შევიტყობთ, რომ ხმა მამა ღმერთისგან იყო, ანდა ღმერთი თავის ანგელოზის მიერ საუბრობდა და ასე შემდეგ? რა სარგებელი გვექნება ჩვენი ცხონების გზაზე, თუ ამას შევიტყობთ? თავი ღვთისმეტყველად მოგაქვს? მერე რა სიკეთეა მასში? - არანაირი, შესაძლოა, გაგანაწყენო მაგრამ შენ დაუტევე სიმდაბლის გზა და უმაღლეს საღვთისმეტყველო სფეროებში შედიხარ. არ შეიძლება. თავი ანებე და გაუდექი მონაზვნურ გზას. "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე..."

მოვიდა ჩვენთან ერთი მონაზონი და გვეუბნება: "მამაო, სხეული (პური), რომელსაც ვეზიარებით, ქრისტეს სხეულია? მითხრეს, რომ..." "მამაო, - ვეუბნები, - ჩვენ ღვთისმეტყველება არ შეგვიძლია, რადგან ღვთისმეტყველები არ ვართ. ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მეტის არაფრის თქმა არ შეგვიძლია, თორემ შეიძლება რაიმე დოგმატური შეცდომა დავუშვათ, რომელიც დაბრკოლებად გვექცევა სიკვდილის მერე".

ეს საგნები ჩვენთვის არ არის სასარგებლო, მამაო, თავი ანებე ამ გზას და სიმდაბლისა და მორჩილების გზით წადი - თავი ანებე უმაღლეს სფეროებს.

მწუხარებანი წარმოშობენ სიმდაბლეს. სიამაყისგან შეიმუსრება შინაგანი კაცი, შეიმუსრება კაცის სიამაყე".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat