მათი წმინდა ნაწილები 250 წელი უხრწნელად იყო შემონახული
მათი წმინდა ნაწილები 250 წელი უხრწნელად იყო შემონახული
გადმოცემით, 123 წელს (სხვა წყაროთი - 130 წელს) ალბანეთში ქრისტესთვის აწამეს წმინდა სუქია და 16 ალბანელი დიდებული ალბანეთის სამეფო კარისა. მათ დაუტევეს ეს სოფელი და დასახლდნენ სუკაკეთის მთაზე, ბაღდევანდის ახლოს. ყოფილი დიდებულები ასკეტურად ცხოვრობდნენ, საკვებად ბალახი ჰქონდათ და სასმელად - წყაროს წყალი. როცა ალბანეთის მთავარმა მათი გაქრისტიანებისა და განდეგილი ცხოვრების ამბავი შეიტყო, ბრძანა, წადით და პატივით მომგვარეთ სუქია და ძმანი მისნი, თუ არ დაგემორჩილონ, ყველა ამოხოცეთო. წმინდანები არ დათანხმდნენ. მაშინ მტარვალებმა ისინი შეკრეს და ცეცხლი შემოუნთეს. მათი წმინდა ნაწილები 250 წელი უხრწნელად იყო შემონახული. წმინდა გრიგოლ სომეხთა განმანათლებელმა წმინდა სუქიასა და მისი ძმების სახელზე ეკლესია ააგო და მონასტერი დააარსა. შემდგომში ამ ადგილას მაკურნებელმა წყალმა ამოხეთქა.

* საქართველოს რელიგიის ისტორიის შთამბეჭდავი ფაქტია ის, რომ პანკისის ხეობაში XIX ს-ის დასაწყისში ჩასახლებული ქისტების გამაჰმადიანების პროცესი დასრულდა XX ს-ის 90-იან წლებში. ქისტები საქართველოს ამ კუთხეში ჩასახლების დროს ქრისტიანები იყვნენ და ქართველი მთიელების მსგავსად, ქრისტიანულ სარწმუნოებრივ წესებს აღასრულებდნენ. კერძოდ, პანკისელი ქისტების ერთი ნაწილის გამაჰმადიანება დაწყებულა საქართველოში რუსების ბატონობის დროს, XIX ს-ის ბოლოს (ამავე დროს, ქისტების უმეტესი ნაწილი კვლავ ქრისტიანებად რჩებოდა), პროცესი გაღრმავებულა რუსთა მიერ საქართველოს მეორედ დაპყრობის შემდეგ XX ს-ის 20-იან წლებში, გამაჰმადიანებას სწრაფი სახე მიუღია II მსოფლიო ომის შემდეგ და მოსახლეობის სრული გამაჰმადიანება დასრულებულა XX ს-ის 90-იანი წლების დამდეგს.
ბეჭდვა
1კ1