აი, როგორი უნდა იყოს ქრისტიანი
აი, როგორი უნდა იყოს ქრისტიანი
1868 წელს გაბრიელ ეპისკოპოსს (ქიქოძე) სოფელ ხუაფში, აფხაზეთში, წარუდგინეს პლატონ ინალ-იფა, რომელმაც თავისი სიმტკიცით თვით ომერ-ფაშაც კი გააოცა. ყირიმის ომის წლებში თურქი სარდალი ომერ-ფაშა აფხაზეთში შემოვიდა. მაშინ ბევრი აფხაზი ქრისტიანულ რწმენას ან განუდგა, ან მალავდა. პლატონ ინალ-იფამ მეზობლებს არ მიბაძა და უშიშრად იცავდა მართლმადიდებლობას. ერთხელ, როცა თურქმა ჯარისკაცებმა ღორები დაუხოცეს, პლატონმა დაცინვით უთხრა მათ: - მგონი, სულთანმა თქვენ ჯართან და არა ღორებთან საომრად გამოგაგზავნათო. როცა ამის შესახებ ომერ-ფაშამ შეიტყო, ინალ-იფა შეაქო რწმენის სიმტკიცისათვის. "მაშინვე ვუბრძანე თარჯიმანს, - წერს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი, - ხალხს ხმამაღლა, აფხაზურად გადასცეს ეს ამბავი, შემდეგ ყველას თვალწინ გადავეხვიე, ვაკოცე ამ მტკიცე ქრისტიანს და მივმართე ყველას: - აი, როგორი უნდა იყოს ქრისტიანი-მეთქი".
ბეჭდვა
1კ1