კეთილი უცოდინარობა ცუდ ცოდნას სჯობია
კეთილი უცოდინარობა ცუდ ცოდნას სჯობია
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი "მამაო ჩვენოზე" ბრძანებს: "კარგად უნდა დაფიქრდე: ღირსი ხარ მამა უწოდო ღმერთსა? და თუ მამას უწოდებ ღმერთსა, მაშასადამე, შენ ისრე უნდა გიყვარდეს იგი და ისრე უნდა ემორჩილებოდე მის სიტყვას, როგორც შვილი ემორჩილება მამას. მრავალი კეთილი საქმე და წყალობა გიყო შენ შენმა ზეციერმა მამამ; იმან შენ დაგბადა, მოგანიჭა ჭკუა და სინდისი... განსანათლებლად და საცხოვნებლად შენდა მოგივლინა საკუთარი ძე თვისი, რომელმან მოგცა შენ სჯული, შენთვის ჯვარს ეცვა და სისხლი დასთხია. მაშასადამე, შენ უნდა მადლობდე მამას შენსა და ნაცვლად ესოდენის წყალობისა ახარებდე მას კეთილითა შენითა ცხოვრებითა, როგორადაც კარგი ჭკვიანი შვილი განახარებს თავის მამასა".

ბეჭდვა
1კ1