უფალს ვუყვარვართ როგორც თავისი შვილები
უფალს ვუყვარვართ როგორც თავისი შვილები
ერთხელ ნეტარ ევაგრე დიაკონს აუწყეს ხორციელი მამის სიკვდილი. უბედურების მაცნეს მან მიუგო:

- ნუ მკრეხელობ: მამაჩემი (ზეციური მამა - კ.კ.) უკვდავია!

* წმინდა სილუან ათონელი ამბობს: "უფალს ვუყვარვართ როგორც თავისი შვილები და მისი სიყვარული უფრო დიდია, ვიდრე სიყვარული დედისა, ვინაიდან დედას შეიძლება დაავიწყდეს თავისი შვილები, უფალი კი ჩვენ არასოდეს დაგვივიწყებს".

* ღირსი პაისი ათონელი ბრძანებს: "როცა მამა მიდის მოთამაშე შვილთან და ეფერება, ის ისე არის გართული თავისი სათამაშოებით, რომ ვერც კი ამჩნევს მას. ის მამის ალერსს მაშინ შეამჩნევს, ცოტათი თუ მაინც მოსწყდება თამაშს. ასე ვართ ჩვენც, საზრუნავებით გართულები ვერ შევიგრძნობთ ღვთის სიყვარულს. ჩვენ ვერ ვგრძნობთ იმას, რასაც ღმერთი გვაძლევს".

* "ერთმა წმინდად მცხოვრებმა კაცმა თავის დროზე თქვა: "ჩვენ ყველანი სრულიად არავის ვჭირდებით, ღმერთის გარდა", - ამბობს არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი).
ბეჭდვა
1კ1