აწ შენ ქრიტეს მოწაფე უნდა გახდე
აწ შენ ქრიტეს მოწაფე უნდა გახდე
სტამბოლში ბიძასთან მყოფი ჭაბუკი ალექსი (შემდგომში წმინდა ალექსი შუშანია) დილით ჩვეულებისამებრ წამოდგა, უეცრად რაღაც ძალამ ელვასავით იელვა მის თავზე და მთელი მისი არსება უცნაურმა მოვლენამ შეიპყრა: "ვგრძნობდი ჩემთვის მოულოდნელ, გაუგებარ და გამოუთქმელს ძალას, რომელიც ალისებრ მოძრაობდა სიტკბოებით ჩემს შინაგანში" - ჰყვებოდა შემდგომში. აღტაცებაში მყოფს, უხილავად მის წინაშე მდგომარე ეტყოდა: "აწ შენ ქრიტეს მოწაფე უნდა გახდეო". შევიდა თავის სახლში და იგივე პირი უმეორებდა ქრისტეს შედგომას. წარმოუდგა ყმაწვილს ახლობლების სიყვარული და მათდა მიმართ პასუხისმგებლობა... "ახლა რომ მოკვდე შენს საქმეს ვინ განარიგებსო" - ჰკითხა უჩინარმა. "ღმერთი" - "მაშ შენც მოკვდი ღვთისთვის საწუთროსგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და გაარიგებოს". მაშინ ალექსი ადგა, ამოიტანა ქუჩიდან ქვა, შესდგა ზედ, ხატის წინ სანთელი აანთო, თმა მოიწვა და აღთქმა მისცა ღმერთს შემდეგი სიტყვით: "ღმერთო შემიწირავს შენთვის ჩემი სიყმაწვილე და შენ იცი ჩემი საქმე და ჩემიანებისაც".

ბეჭდვა
1კ1