თითოეულს იმის შესაბამისად მიეცემა მადლი, თუ რამდენად მართალი იყო
თითოეულს იმის შესაბამისად მიეცემა მადლი, თუ რამდენად მართალი იყო
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ბრძანებს: "ღმერთი და სიტყვა ღმრთისა და მამისა გახდა ძე კაცისა და ადამიანი, იმისთვის, რათა ადამიანები ღმრთები და ძენი ღმრთისანი გაეხადა. და ჩვენ გვწამს, რომ ასეთნი გავხდებით, იქ სადაც ახლა თვით ქრისტეა დავანებული, აღმატებული ყველა ზეცისა ძალთა და ვითარცა თავია მთელი სხეულისა, იგი შუამდგომელი გახდა მამის წინაშე, თითოეულს თავისი საზომისაებრ გამოუყოფს ზეციურ ნეტარებას და მასა და ღირსეულთა შორის არ იქნება განყოფა სივრცეში. ერთნი ამბობენ, რომ ზეციური სასუფევლის მკვიდრნი გახდებიან ღირსეულნი, სხვები კი ბრძანებენ, რომ ცხონებულთ ანგელოზთა მსგავსი მდგომარეობა ექნებათ, მესამენი კი ამბობენ - ეს თვით ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტა იქნება და მას მოიპოვებენ ისინი, ვინც საკუთარ თავში ზეციური ხატი იტვირთა. ჩემი შეხედულება კი ემთხვევა ყველა ამ სამი აზრის ჭეშმარიტებას, თითოეულს ხომ იმის შესაბამისად მიეცემა მადლი, თუ რამდენად მართალი იყო იგი".


ბეჭდვა
1კ1