არც ერთხელ არ უღალატია თავისი რწმენისთვის
არც ერთხელ არ უღალატია თავისი რწმენისთვის
თავისი დროის უდიდესი მეცნიერი, ჩირქოვანი ქირურქიის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ წმინდა მღვდელმთავარი ლუკა (ვოინო-იასენეცკი), უაღრესად პრინციპული, რომელიც იმ ავბედით წლებში ოპერაციებზე თუ ტაშკენტის უნივერსიტეტში (რომლის გახსნის ერთ-ერთი თაოსანი გახლდათ) ანაფორით დადიოდა. მეუფე ლუკა სამჯერ გადაასახლეს, მაგრამ არც ერთხელ არ უღალატია თავისი რწმენისთვის. მისი სამი ვაჟიც ცნობილი მეცნიერები გახდნენ სამედიცინო სფეროში. ერთხელ, როცა თავის წიგნზე, "ჩიქროვანი ქირურგიის ნარკვევებზე", მუშაობა, საჭირო გახდა კვლევები გვამებზე ჩაეტარებინა. მაგრამ გული ეტანჯებოდა, თვლიდა, რომ ამგვარი სამუშაო ეპისკოპოსისთვის შეუფერებელი იყო. ორი წელი კიდევ გააგრძელა სამუშაო და თავი ვერ დაანება, რადგან სულ ახალი და ახალი სამეცნიერო აღმოჩენები მოსდევდა ამას. გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს, რომ ეპატიებინა ამგვარი საქმის კეთება. ერთხელაც მისი ლოცვა არამიწიერმა ხმამ შეაჩერა: "ამას ნუ ინანებ!" მიხვდა, რომ მისი ეს წიგნი ღვთისთვის სათნო იყო, რამეთუ ამით უფრო გააძლიერა ქრისტეს აღმსარებლობა იმ საშინელ დროს.


ბეჭდვა
1კ1