საღვთო ნათლით განათლებული წარდგა შემოქმედის წინაშე
საღვთო ნათლით განათლებული წარდგა შემოქმედის წინაშე
წმინდა ანთიმოზ ქიოსელის (+1960) ცხოვრება წმინდა სერაფიმე საროველის ცხოვრებას წააგავს. ღარიბი მშობლები ჰყავდა, ამიტომაც სკოლაში არ უვლია, მეწაღეობა ისწავლა თავის სარჩენად. 29 წლისა აღიკვეცა ბერად. უსასტიკესი ბრძოლა გაუმართა სატანამ და ღირსი ანთიმოზი გამარჯვებული გამოვიდა. 1910 წელს თავის ნათლულთან დასახლდა სმირნის ახლოს. უამრავი ხალხი მოაწყდა რჩევისთვის, მათვე დაარწმუნეს, მღვდლობა მიეღო და ანბანის სწავლება დაუწყეს, რათა ტაძარში სახარების წაკითხვა შესძლებოდა. როცა მღვდლად აკურთხეს და ერმა "აქსიოს" შესძახა, მეხი გავარდა, ტაძარი შეირყა, ახალნაკურთხ მღვდელს თავზე ლამპარი დაეცა და ერთიანად ზეთში ამოევლო. ორი წლის მერე ღირსი მამა კუნძულ ქიოსზე დაბრუბდა და ლეპროზორიუმის (კეთროვნების საავადმყოფო) ტაძარში დაიწყო მსახურება. თუმცა სახარების და ზოგიერთი ლოცვის კითხვა შეეძლო, მაინც უსწავლელი დარჩა, მაგრამ საღვთო ნათლით განათლებული წარდგა შემოქმედის წინაშე და საბერძნეთის ეკლესიამ ორი წლის მერე წმინდანად აღიარა.

ბეჭდვა
1კ1