ივლტოდე, დადუმდი, დაეყენე
ივლტოდე, დადუმდი, დაეყენე
წმინდა არსენი დიდი უფალმა ჯერ სამეფო პალატებიდან გამოიყვანა (იგი უფლისწულების აღმზრდელი იყო). "არსენი, - ესმა ხმა, - ივლტოდე, დადუმდი, დაეყენე, რამეთუ ესენი არიან ძირნი უცდომელობისანი. ერთხელ ღირს არსენისთან მთავარეპისკოპოსმა მოისურვა მისვლა. მანამდე კაცი გაუგზავნა, თუ გამიღებს სახლის კარებსო. წმინდა არსენიმ შეუთვალა: "შენ თუ მოხვალ, გაგიღებ. თუ შენ გაგიღებ, ყველას განვუღებ და ამის მერე აქ აღარ ვიჯდებიო". მაშინ ეპისკოპოსმა უარი თქვა წასვლაზე.

* ამბა ისიდორეზე ამბობდნენ: როცა მასთან ვინმე მივიდოდა, ის თავისი კელიის სიღრმეში შეიმალებოდა. ასე რატომ იქცევიო, - ეკითხებოდნენ სულიერი შვილნი. ბერი პასუხობდა: "როცა მხეცი მისკენ მიმავალ კაცს დაინახავს, გაიქცევა და სოროში შევა, სადაც გაერიდება მას".
ბეჭდვა
1კ1